Jump to content

Recommended Posts

Posted

კონკურენცია შესანიშნავი რამ არის. უამრავი წლის მანძილზე Intel- წლიური 5% ზრდა ჰქონდა, მომხმარებლებს არჩევანი არ გააჩნდათ, ამიტომ არ იყო წარმადობის ზრდაც. AMD-ის ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ Intel-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ბირთვების რაოდენობა და ტაქტის სიხშირეები. Techradar-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ორივე კომპანიის არქიტექტურების მახასიათებლები და მზად არიან პასუხი გასცენ კიხვას: რეალურად რომელი მათგანი ამზადებს უკეთეს პროცესორებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნებს საფუძვლად უდევს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: 

image.png 

AMD  Intel-ის წინააღმდეგ  ფასი:  
წლების განმავლობაში, როდესაც მომხმარებლებს თანხის დაზოგვა სურდათ, ყიდულობდნენ AMD-ის პროცესორებს. დღესდღეობით ამგვარი სქემა მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს. AMD-ს ასორტიმენტში გაჩნდა მძლავრი Ryzen 9 3950X ჩიპები, რომელთა ფასი 700 აშშ დოლარით მეტია მაღალი წარმადობის მქონე Ryzen Threadripper 3960Х-ის, 3970Х-ისა და 3990Х მოდელების ფასზე. მათგან ყველაზე ძვირადღირებული ვერსიის ფასი 4 ათას აშშ დოლარს აღემატება. ამასთან, „წითლების“ პორტფოლიოში არის ისეთი პროცესორები, მაგალითად Ryzen 5 2600, რომლებსაც მეტად ხელსაყრელი ფასი აქვთ და ამით Intel-ის მაჩვენებლებზე უკეთესებია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ Ryzen 9 3900, რომელიც 100 აშშ დოლარით იაფია Core i9-9900К-ზე და ბევრ ამოცანაში აღემატება მას, თუმცა ოდნავ ჩამორჩება გეიმინგში. 

image.png 

AMD Intel-ის წინააღმდეგ  წარმადობა: 
როდესაც საუბარია გეიმინგზე, Intel-ის პროცესორები აღემატება AMD-ის ჩიპებს და ასევე უკეთესი სიჩქარე ახასიათებთ ერთბირთვიან ამოცანებში. თუმცა ყველაფერი, რაც მრავალნაკადიან დისციპლინებს ეხება, AMD-ს უკეთ გამოსდის. ისეთი პროცესორები, როგორებიცაა Ryzen Threadripper 3960Х, 3970Х და 3990Х - დაუძლეველია Intel-ის ამჟამინდელი თაობისთვის და სავარაუდოდ მიუღწეველი იქნება მეათე და შესაძლოა მე-11 თაობისთვისაც. ჯამში, იდენტური ფასის შემთხვევაში Intel-ის გეიმინგ წარმადობა უმნიშვნელოდ მაღალია, ყველა სხვა მახასიათებელში კი AMD ლიდერობს. 

AMD Intel-ის წინააღმდეგ  ტექნოლოგიები: 
ამ მაჩვენებლის მიხედვით Intel წაგებულ მდგომარეობაშია. მას არ აქვს არც PCIe 4.0, არც ბირთვების დიდი რაოდენობა, რაც რენდერინგისა და სხვა მრავალი ამოცანისთვის არის საირო. Intel-ის პროცესორების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოძველებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოება იმ დროს, როდესაც AMD-მ თითქმის მთელი ასორტიმენტი 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა. არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგოეფექტურობა, რომელიც AMD-ს უფრო მაღალი აქვს Intel-თან შედარებით. 

image.png 

AMD Intel-ის წინააღმდეგ  მომავალი: 
2021 წელს AMD 5-ნანომეტრიან პროცესორებს გამოუშვებს. მათ ექნება ახალი DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა და იქნებიან უფრო მაღალი წარმდობის მქონე და ენერგოეფექტური. რაც შეეხება Intel-ს, 2021 წელს იგი კვლავ 10 და 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესს გამოიყენებს. გველოდება DDR5-ზე გადასვლა, თუმცა 2022 წლისთვის მომხმარებლებს მოუწევთ ახალი დედა დაფების ყიდვა, რადგანაც Intel ორ წელზე მეტხანს არ იყენებს ძველ სოკეტს. შესაძლოა ცვლილებეი 3 წლის შემდეგ მოხდეს, დღესდღეობით კი როგორც ჩანს უპირობო გამარჯვება AMD-ს მხარესაა. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.