Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-მა გამოუშვა სამომხმარებლო სახელმძღვანელო კოსმოსურ ხომალდ Starship-ისთვის, რომლის მეშვეობით იგეგმება ასტრონავტების მარსზე გაგზავნა. 

image.jpeg 

სახელმძღვანელოში მოცემული პირობების თანახმად Starship დაპროექტებულია, როგორც მოქნილი სატრანსპორტო სისტემა, იგი მოიცავს Super Heavy რაკეტასა და თავად კოსმოსურ ხომალდ Starship-ს. ეს სისტემა შეძლებს ადამიანების გადაყვანას, ასევე სასარგებლო ტვირთის ტრანსპორტირებას კოსმოსის სხვადასხვა სივრცეში. 

როგორც ცნობილია, SpaceX აპირებს შექმნას Starship-ის ვერსია როგორც ადამიანების ტრანსპორტირებისთვის, ასევე ვარიანტი ტვირთის გადასატანად. სახელმძღვანელოს თანახმად, რომელიც მომავალში განახლდება, Starship-ის სატვირთო ვერსია შეძებს 100 ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებას დედამიწის ორბიტაზე პლანეტათშორის ფრენებთან ერთად. 

აგრეთვე ცნობილია, რომ Starship-ში განთავსდება დაახლოებით 100 ადამიანი. „ეკიპაჟისთვის განკუთვნილი Starship-ის კონფიგურაცია მოიცავს კერძო კაიუტებს, საერთო მოხმარების დიდ სივრცეებს, ცენტრალურ საცავს, მზის ქარიშხლებისგან თავდასაცავ საფარსა და გალერეას“ -  მითითებულია სახელმძღვანელოში. 

ბმული სახელმძღვანელოზე: https://www.spacex.com/sites/spacex/files/starship_users_guide_v1.pdf 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.