Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილი ტრეიდერი და ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი გადამწყვეტია Bitcoin-ისა და საერთოდ კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის. 

ბრანდმა დაწერა, რომ Bitcoin-ს „დიდი პრობლემები“ შეექმნება, თუკი ვერ მოახდენს ზრდის დემონსტრირებას ტრადიციული ფინანსური ბაზრების ვარდნის ფონზე. 

ამგვარი მოსაზრება ანალიტიკოსმა გამოთქვა მას შემდეგ, რაც Morgan Creek Digital-ის წარმომადგენელმა ჯეისონ უილიამსმა დაუსვა შეკითხვა, თუ როგორ აფასებს Bitcoin-ის მდგომარეობას ბოლო პერიოდში. 

image.jpeg 

პიტერ ბრანდტმა შეაფასა ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარება და განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი 1930-იან წლებში გამოშვებულ „დროის კაფსულაში“ იმყოფება. მან პარალელი გაავლო დიდი დეპრესიის პერიოდთან, როდესაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე უმუშევრობის დონემ აშშ-ში რეკორულ მაჩვენებლამდე - 26.7%-მდე აიწია. 

მას შემდეგ, რაც ფედერალური რეზერვების  ფონდმა განაცხადა, რომ აპირებს გააგრძელოს „შეუზღუდავი“ რაოდენობრივი შემსუბუქების პოლიტიკა სანამ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება კოროვირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეული შოკისგან, Bitcoin-მა ზრდა დაიწყო და დაახლოებით 7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა მალე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა კვლავ დაიწია - პარასკევს ღამით მცირე დროით BTC-ის ღირებულება 6,700 – დან 6,200 დოლარამდე ჩამოვიდა, შაბათს კი ფასი 6 ათასდოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. 

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვარდნა გაგრძელდეს დაახლოებით 4000 აშშ დოლარის დონემდე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.