Magdalena Posted March 30, 2020 Posted March 30, 2020 ცნობილი ტრეიდერი და ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი გადამწყვეტია Bitcoin-ისა და საერთოდ კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის. ბრანდმა დაწერა, რომ Bitcoin-ს „დიდი პრობლემები“ შეექმნება, თუკი ვერ მოახდენს ზრდის დემონსტრირებას ტრადიციული ფინანსური ბაზრების ვარდნის ფონზე. ამგვარი მოსაზრება ანალიტიკოსმა გამოთქვა მას შემდეგ, რაც Morgan Creek Digital-ის წარმომადგენელმა ჯეისონ უილიამსმა დაუსვა შეკითხვა, თუ როგორ აფასებს Bitcoin-ის მდგომარეობას ბოლო პერიოდში. პიტერ ბრანდტმა შეაფასა ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარება და განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი 1930-იან წლებში გამოშვებულ „დროის კაფსულაში“ იმყოფება. მან პარალელი გაავლო „დიდი დეპრესიის“ პერიოდთან, როდესაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე უმუშევრობის დონემ აშშ-ში რეკორდულ მაჩვენებლამდე - 26.7%-მდე აიწია. მას შემდეგ, რაც ფედერალური რეზერვების ფონდმა განაცხადა, რომ აპირებს გააგრძელოს „შეუზღუდავი“ რაოდენობრივი შემსუბუქების პოლიტიკა სანამ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება კოროვირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეული შოკისგან, Bitcoin-მა ზრდა დაიწყო და დაახლოებით 7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა მალე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა კვლავ დაიწია - პარასკევს ღამით მცირე დროით BTC-ის ღირებულება 6,700 – დან 6,200 დოლარამდე ჩამოვიდა, შაბათს კი ფასი 6 ათასდოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვარდნა გაგრძელდეს დაახლოებით 4000 აშშ დოლარის დონემდე. https://forklog.com/piter-brandt-nazval-tekushhij-krizis-idealnym-shtormom-dlya-bitkoina/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.