Magdalena Posted March 28, 2020 Posted March 28, 2020 2019 წლის ბოლო კვარტლის შეჯამების შედეგად ანალიტიკური სააგენტო Counterpoint Research-ის ექსპერტებმა დაასახელეს ხუთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომელიც აწარმოებს სმარტფონებს. რეიტინგი შედგა მაღაზიებში სმარტფონების მიწოდების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე, ფაქტობრივად გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით. რეიტინგის ტოპ-ხუთეულში შევიდა: Apple - 18% Samsung - 18% Huawei (Honor-თან ერთად) -14% Xiaomi - 8% Vivo - 8 % როგორც ვხედავთ Apple-სა და Samsung-ს, ასევე Xiaomi-სა და Vivo-ს მსგავსი შედეგები აქვთ და უმნიშვნელოდ განსხვავდებიან მონაცემებით. მათ შორის კი მყარი პოზიცია უჭირავს კომპანია Huawei-ს იმ პროდუქციის გათვალისწინებითაც, რომელსაც აწარმოებს მისი შვილობილი ბრენდი Honor. აღსანიშნავია მოცემულ რეიტინგში საკმაოდ ახალგაზრდა ბრენდ Vivo-ს მოხვედრა, მან ზემოთხსენებულ პერიოდში განახორციელა დაახლოებით 31 500 000 სმარტფონის მიწოდება. 2019 წლის მეოთხე კვარტალში მაღაზიებში გაგზავნილ იქნა სხვადასხვა კომპანიის წარმოებული 401 მილიონზე მეტი სმარტფონი, რაც 2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/34971/eksperty-nazvali-top-5-samyh-populyarnyh-proizvoditelej-smartfonov-za-chetvertyj-kvartal-2019-goda Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.