Magdalena Posted March 27, 2020 Posted March 27, 2020 გეიმინგ-სმარტფონები ბევრისთვის საკმაოდ საკამათო მოწყობილობებს წარმოადგენს, თუმცა სულ უფრო მეტ მწარმოებელ კომპანიას სურს ასორტიმენტში ჰქონდეს მსგავსი გადაწყვეტილება. სულ მალე ამგვარი სმარტფონი გამოჩნდება Lenovo-ს არსენალში და მისი სახელი იქნება Legion. ჩინურმა კომპანიამ უკვე დააანონსა სიახლე და ცნობილია მისი გარკვეული მახასიათებლები. რესურსი Pricebaba Daily გვაცნობებს, რომ ჩინეთის პატენტების მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა ჩანაწერები ახალი Lenovo Legion-ის შესახებ. მოცემულ ჩანაწერს თანდართული ჰქონდა მოწყობილობის ფოტოებიც, რომლის თანახმად ცნობილი ხდება, რომ სმარტონი წარმოდგენილი იქნება შავ-წითელ ფერებში. როგორც ვხედავთ, მოწყობილობის უკანა პანელი წარმოდგენილია საკმაოდ აგრესიულ სტილში და შუა ნაწილში აქვს წარწერა Legion. ყურადღებას იპყრობს სიტყვა “Cool”, რომელიც მაღალი წარმადობის მქონე გაგრილების სისტემაზე მიუთითებს. თავად Lenovo-ს განცხადების თანახმად სისტემამ უნდა უზრუნველყოს გაგრილება კონკურენტების მოწყობილობებზე უკეთ. მონაცემებში ნახსენებია ბატარეის მოცულობა 5050 მა/სთ და Snapdragon 855 პროცესორი, თუმცა Lenovo-მ დაადასტურა, რომ ახალ სმარტფონს ექნება უფრო მძლავრი Snapdragon 865. როგორც ჩანს, სმარტფონის გამოსვლა უფრო ადრე იყო დაგეგმილი და ეყრდნობოდა გასული წლის ფლაგმანურ პლატფორმას. სმარტფონ Lenovo Legion-ის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი გახლავთ ორი USB Type-C პორტი. ერთ-ერთი მათგანი განთავსდება სტანდარტულ ადგილას - კორპუსის ქვედა ნაწილში, მეორე კი - გვერდით მხარეს. ორი პორტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სმარტფონი დაიმუხტოს თამაშის პროცესშიც - მაშინაც კი, როდესაც მასზე რაიმე სახის გეიმინგ-აქსესუარი იქნება მიერთებული. https://3dnews.ru/1006892 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.