Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei P40 და P40 Pro სმარტფონების ხარისხიან რენდერებთან ერთად ინტერნეტში გამოჩნდა მათი გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები. ინფორმაციის წყარო გახლავთ რესურსი 91mobiles. 

image.jpeg 

უპირველეს ყოვლისა, დადასტურდა, რომ სმარტფონში გამოყენებული იქნება საფირმო პროცესორი Kirin 990 5G, რომლის წყალობით მხარდაჭერილი იქნება მუშაობა მეხუ თაობის მობილურ ქსელში. ძრავი XD Fusion Engine კი უზრუნველყოფს მოწყობილობის გაფართოებულ შესაძებლობებს გამოსახულების დამუშავების კუთხით. 

Huawei P40 Pro მოდელს ექნება 6.58-დუიმიანი დისპლეი და 4200 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფრონტალური კამერა ორმოდულიანია, მასში გაერთიანებულია 32-მეგაპიქსელიანი ობიექტივი და სიღრმის სენსორი. ძირითადი კამერა ოხი მოდულისგან შედგება და მასში შედის 50+40+12 მეგაპიქსელიანი მოდულები, აგრეთვე ToF სენსორი. ხელმისაწვდომია 50-მაგი SuperSensing ზუმი. 

image.jpeg 

Huawei P40 მოდელს კი ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანი და 3800 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სელფი კამერის გაფართოება 32 მეგაპიქსელს შეადგენს. ძირიად კამერაში მოცემულია 50+16+8 მეგაპიქსელიანი მოდულები, აქვს 30-მაგი ზუმის მხარდაჭერა. 

ჯერჯერობით უცნობია ოპერატიული მეხსიერებისა და ფლეშ-მოდულების მოცულობა. დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება 12 გბ ოპერატიული და 512 გბ მოცულობა. სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია შედგება 26 მარტს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.