Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე კვირაში ილონ მასკი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაიწყოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების წარმოება მისი კომპანიის კუთვნილი ძალების მიერ. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამ იდეას და შესაძლოა სხვა ამერიკულმა მანქანათმშენებელმა კომპანიებმაც აიღონ მასკისგან მაგალითი პანდემიის პირობებში. 

image.jpeg 

ნიუ-იორკის მერი Bill de Blasio დადებითად გამოეხმაურა მასკის განცხადებას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოშვების შესახებ, აპარატზე მოთხოვნა შესაძლოა სწრაფად გაიზარდოს COVID-19-ის გავრცელების პირობებში. მისი თქმით მთელ ქვეყანას სჭირდება ეს მოწყობილობა, მხოლოდ ნიუ-იორკი რამდენიმე ათასი ამგვარი აპარატის შეძენას აპირებს უახლოეს პერიოდში. მასკი უკან არ იხევს და გამოხატავს მზადყოფნას, რომ საკითხი განიხილოს ნიუ-იორკის ადმინისტრაციასთან. 

ამერიკული ავტოგიგანტები, რომლებმაც პროფკავშირების ზეგავლენის შედეგად შეაჩერეს ძირითადი პროდუქციის წარმოება, ასევე განიხილავენ შესაძლებლობას - აწარმოონ ზემოთხსენებული აპარატები თავიანთ თავისუფალ ქარხნებში. General Motors-ის გენერალური დირექტორი Mary Barra აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. კომპანია Ford-იც განიხილავს ანალოგიურ შესაძლებლობას. 

General Electric ელის ვენტილაციის აპარატების წარმოების ზრდას, ამისათვის ქარხნებში დამატებითი სამუშაო სმენები დაემატება, რათა წარმოება 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდეს. სხვა საწარმოო გიგანტებიც გაგებით ეკიდებიან ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნებს.  

Honeywellდა 3M საწარმოო ძალების მიმართვას აპირებენ N95 ტიპის სამედიცინო ნიღბების წარმოებისკენ. გამოშვებული ნიღბების მოცულობა ათეულ მილიონამდე უნდა გაიზარდოს. პარფიუმერული გიგანტი LVMH გადაერთო ხელების სადეზინფექციო გელის წარმოებაზე, რომელზე მოთხოვნაც მეტად გაიზარდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.