Magdalena Posted March 19, 2020 Posted March 19, 2020 ბრაუზერ Opera-ში სტარტაპ Wyre-ის მიერ შექმნილი ინტეგრირებული საფულეს მეშვეობით აშშ-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეიძინონ BTC და ETH Apple Pay-სა და სადებეტო ბარათების მეშვეობით. Wyre-ში აცხადებენ, რომ თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობენ „კონკურენტუნარიან“ საკომისიოს - ყოველ ტრანზაქციას დაერიცხება 0,30 $ + 2,9%-მდე. შენაძენის დღიური ლიმიტი 250 აშშ დოლარს შეადგენს. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია აშშ-ის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც იყენებენ Opera-ს Android-ზე, iOS-სა და დესკტოპ ვერსიაზე. ამ დრომდე მსგავსი სერვისით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნების მაცხოვრებლებს უშუალოდ კრიპტობროკერ Safello-ს მეშვეობით. ბრაუზერის დეველოპერები ამტკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების შეძენის ასეთივე სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდი ხელმისაწვდომი გახდება სხვა ქვეყნებშიც. Opera-ში ახალ სერვისს გარღვევად მიიჩნევენ: „წარსულში კრიპტოვალუტების შეძენას საათები და ზოგჯერ დღეებიც კი სჭირდებოდა“ - აცხადებს ბრაუზერის კრიპტოგანყოფილების ხელმძღვანელი ჩარლზ ჰემელი. https://forklog.com/polzovateli-brauzera-opera-smogut-kupit-bitkoin-i-efir-za-30-sekund/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.