Magdalena Posted March 19, 2020 Posted March 19, 2020 კომპანია Samsung-მა დააანონსა საშუალობიუჯეტური დონის სმარტფონი Samsung Galaxy M21. მის შესახებ ამ დრომდე არსებული ბევრი ცნობა დადასტურდა, თუმცა ბევრი არ აღმოჩნდა სწორი. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, Samsung Galaxy M21-ს აქვს მობილური პროცესორი Exynos 9611. ცალკრისტალიანი სისტემა შესრულებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ეს ჩიპი ასევე მოცემულია სმარტფონ Galaxy M30s-ში, რომელიც გასულ წელს გამოვიდა. მონაცემთა შენახვისთვის გათვალისწინებულია ინტეგრირებული ფლეშ-მოდული, რომლის მოცულობა კომპლექტაციის მიხედვით შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ვერსიების შესაბამისად 4 ან 6 გიგაბაიტია. მეხსიერების სანახი სივრცის გაფართოება შესაძლებელია microSD ბარათით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მესამე სლოტი. სმარტფონის კორპუსი პლასტმასისაა, ფრონტალურ მხარეს წარმოდგენილია დამცავი მინა Gorilla Glass. მატრიცის ტიპი გახლავთ Super AMOLED, ეკრანი 6.4-დუიმიანია, გვერდების შეფარდებაა 19.5:9. დისპლეის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. წვეთის ფორმის ჭრილში განთავსებულია ფრონტალური კამერა. AMOLED დისპლეის მიუხედავად დისპლეიზე არ არის მოცემული ბიომეტრიული სკანერი: იგი ხელმისაწვდომია კორპუსის უკანა მხარეს ძირითად კამერასთან ერთად. Samsung Galaxy M21 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 10-სა და საფირმო One UI 2.0-ზე. სმარტფონს აქვს Widevine L1 სეტიფიკატი, ე.ი. შეუძლია უპრობლემოდ გაუშვას კონტენტი სტრიმინგ-სერვისებზე. კვებაზე პასუხისმგებელია 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. USB-C პორტის მეშვეობით შესაძლებელია დამუხტვა 15 ვატი სიმძლავრით. მოწყობილობას არ აქვს NFC ჩიპი, სამაგიეროდ სმარტფონი იმაზე იაფი ღირს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია და გამოიყენება სახის ამოცნობისთვის. უკანა პანელზე განთავსებულია მთავარი 48 მეგაპიქსელიანი მოდული, ასევე 5+8 მეგაპიქსელიანი მოდულები. Samsung Galaxy M21 გაყიდვაში გამოვა მეხსიერების მხრივ ორ მოდიფიკაციაში. საბაზისო 4/64 გბ მოდელის ფასი 175 აშშ დოლარია. 6/128 გბ ვერსიის ფასი ჯერჯერობით დაუზუსტებელია ისევე, როგორც სმარტფონის ევროპულ ბაზარზე გამოსვლის თარიღი. სმარტფონი ფერების მხრივ წარმოდგენილი იქნება შავ, ფირუზისფერ და მუქ ლურჯ ვარიანტებად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34634/samsung-galaxy-m21-predstavlen-oficialno-akb-na-6000-mach-chip-exynos-9611-i-cena-ot-175-dollarov Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.