Magdalena Posted March 18, 2020 Posted March 18, 2020 ერთდაფიანი კომპიუტერების ასორტიმენტი გაიზარდა: შედგა DFI GHF51 მოდელის დებიუტი, რომელიც ზომებით შეესაბამება პოპულარულ Raspberry Pi-ს. მოწყობილობა აგებულია AMD-ის აპარატულ პლატფორმაზე, მისი ზომა 84 × 55 მილიმეტრია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოყენებულია 1.8-დუიმიანი ფორმატი. კომპიუტერის „გული“ - ეს გახლავთ პროცესორი Ryzen Embedded R1000 Series გრაფიკული ამაჩქარებლით - Radeon Vega 3. TDP-ის მაქსიმალური დონე 12 ვატს შეადგენს. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს, 2, 4 ან 8 გიგაბაიტს. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია 16, 32 ან 64 გიგაბაიტი მოცულობის eMMC მოდული. მოწყობილობას აქვს ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet (Intel I211AT ან I210IT). ხელმისაწვდომია ორი HDMI 1.4 პორტი, ასევე USB 3.1 Gen 2 Type-C. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონია 0-დან 60 გრადუს ცელსიუსამდე. ოფციონალურად ხელმისაწვდომი იქნება ვერსია გაფართოებული ტემპერატურული დიაპაზონით - მინუს 20-დან + 70 გრადუსამდე. ერთდაფიანი ახალი DFI GHF51 კომპიუტერის გაყიდვების დაწყებისა და მიახლოებითი ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1006112 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.