Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე თვეა ინტერნეტში ტრიალებს ცნობები მზადებაში არსებულ სმარტფონ Samsung Galaxy Note20-ის შესახებ. ბოლო ინფორმაციის თანახმად კომპანია წარადგენს სულ მცირე ორ მოდელს, რომელთაც სხვადასხვა პროცესორი ექნება. 

image.jpeg 

არაოფიციალური მონაცემებით სამხრეთკორეული კომპანია გეგმავს Galaxy Note20 სმარტფონის ორი ვერსიის გამშვებას. ერთ-ერთი მათგანი დაფუძნებული იქნება რვაბირთვიან ჩიპ  Snapdragon 865-ზე, მეორეს კი ექნება სხვა პროცესორი, რომლის დასახელება ჯერჯერობით უცნობია.  

შესაძლებელია ვარაუდი, რომ საუბარი ეხება ახალ ჩიპს Exynos-სერიიდან, რომელიც აგებულია ღრმა ულტრაიისფერი ფოტოლითგრაფიის ტექნოლოგიით (EUV, Extreme UltravioletLithography). 

ვრცელდება ცნობა, რომ Note20 სერიის საბაზისო მოდელს ექნება მხოლოდ 128 გბ ფლეშ-მეხსიერება იმ დროს, როდესაც მისი წინამორბედი Note 10-ის მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტია. ასეთი შემთხვევა შესაძოა ნიშნავდეს მოწყობილობის ფასის შემცირებას, ან Samsung თავის სმარტფონებში დააბრუნებს microSD მეხსიერების ბარათის სლოტს. 

ძველად კომპანია Samsung-მა წარადგინა Galaxy Note სერიის ფაბლეტები ბერლინში გამართულ გამოფენა IFA-ზე, თუმცა ბოლო წლებია იგი პრეზენტაციებისთვის ირჩევს ღონისძიება Unpacked-ს. როგორც ჩანს, გასული წლის მსგავსად ახალი Galaxy Note მოდელების წარდგენა მოხდება ნიუ-იორკში აგვისტოს დასაწყისში. არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიის პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში წარიმართოს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.