Magdalena Posted March 13, 2020 Posted March 13, 2020 კომპანია Blue Origin-მა წარადგინა მრავალჯერადი რაკეტა New Glenn, რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს SpaceX-ის Falcon Heavy-ს. რაკეტა დიამეტრით 7 მეტრზე მეტია - იგი იმდენად დიდია, რომ მასში თავისუფლად მოთავსდება Blue Origin-ის მეორე რაკეტა - New Shepard. New Glenn-ის სიმაღლე 95 მეტრია და შეუძლია 45 ტონაზე მეტი ტვირთის აწევა. სამომავლოდ New Glenn ორბიტაზე გაიტანს კომერციულ ტვირთს, ასევე შეასრულებს სამხედრო და სამეცნიერო მისიებს. გარდა ამისა, კომპანიამ მოახდინა ზედა BE-3U დონის ტესტირება თავის საწარმოში, დასავლეთ ტეხასში. ძრავებში გამოყენებულია „ექსპანსიური ციკლის“ კონსტრუქცია - იგი სხვა ძრავებზე მარტივია, რადგანაც სითბო, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ტურბინები, ასევე გენერირდება საწვავის წვის ძირითად კამერაში. Blue Origin-მა წარმატებით შეასრულა BE-4 ძრავის შემოწმება, რომელიც რაკეტის ძირითადი და მეორე დონის საფუძველს წარმოადგენს. https://hightech.fm/2020/03/11/blue-origin-new-glenn 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.