Magdalena Posted March 11, 2020 Posted March 11, 2020 ქრაუდფანდინგის პლატფორმა Kickstarter-ზე წარმატებით დებიუტირებს პორტატული მონიტორი AirView-ს პროექტი, რომელიც განკუთვნილია ლეპტოპებსა და სმარტფონებთან გამოყენებისთვის. მოწყობილობით შესაძლებელია სიგნალის წყაროსთან მონაცემთა გაცვლა უსადენო და სადენიანი კავშირით. კერძოდ, ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 ადაპტერი, რომელიც მოქმედებს 2.4-და 5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში. მონიტორში წარმოდგენილია Miracast და AirPlay მხარდაჭერა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია HDMI და USB Type-C ინტერფეისები. მონიტორს აქვს ინტეგრირებული სტერეოდინამიკები და ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. კვებას უზრუნველყოფს 10 500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც დაახლოებით 4 საათს ძლებს. AirView გამოვა ორ მოდიფიკაციად - 15.6-და 13.3-დუიმიანი მოდელები. ორივე მათგანს ექნება 1920 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD ფორმატი), კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. უფროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2 . მხარდაჭერილია 98%-იანი sRGB ფერთა გამა. მოწყობილობა იწონის 1080 გრამს, მისი ზომებია 352 × 228 × 9,4 მმ. უმცროსი მოდელის სიკაშკაშის მაჩვენებელი 300 კდ/მ2 -ს შეადგენს. sRGB ფერთა გამა 100%-იანია. ამ ვერსიის ზომა 310 × 200 × 9,4 მილიმეტრია, წონა - 850 გრამი. მონიტორის ფასი 330 აშშ დოლარიდან იწყება. შეკვეთების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის მაისიდან. https://3dnews.ru/1005605 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.