Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია Intel-ის ვებ-გვერდე გამოჩნდა ორი მცირე ფორმ-ფაქტორის მქონე ახალი კომპიუტერის აღწერა - ესენი გახლავთ Next Unit of Computing (NUC) მოწყობილობები Bean Canyon Lite სერიიდან. 

image.jpeg 

კერძოდ, დაანონსდა მოდელები NUC8i3BEHS და NUC8i5BEHS. მათში გამოყენებულია პროცესორები Core i3-8140U და Core i5-8260U, რომელთა წარდგენა ჯერჯერობით არ მომხდარა. დასახელებული ჩიპებიდან პირველი შეიცავს ორ ბირთვ, რომელთაც შეუძლიათ  ინსტრუქციიის ოთხი ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.1-დან 3.9 გჰც-მდე. მეორე პროცესორში მოცემულია ოთხი ბირთვი (რვა ნაკადამდე) სიხშირით - 1.6-დან 3.9 გჰც-მდე. ჩიპების შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD Graphics 620. TDP-ის დონე 15 ვატია. 

მინი-კომპიუტერებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 64 გბ-მდე DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერება ორი SO-DIMM მოდულის სახით. კორპუსში ხელმისაწვდომია სივრცე ერთი 2.5-დუიმიანი SSD-სთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია М.2 მოდულის გამოყენება. 

image.jpeg 

უსადენო კავშირებისთვის ხელმისაწვდომია კონტროლერები Intel Wireless-AC 9560 და Bluetooth 5.0. სადენიანი კავშირი ხორციელდება Intel Ethernet I219-V ადაპტერის მეშვეობით. 

ხელმისაწვდომ ინტერფეისებს შორისაა პორტები USB 3.1 Gen2, USB Type-C, HDMI 2.0a. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინფრაწითელი სენსორი. მოწყობილობა თავსებადია ოპერაიულ სისტემა Windows 10-თან. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.