Magdalena Posted March 11, 2020 Posted March 11, 2020 კორპორაცია Intel-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ორი მცირე ფორმ-ფაქტორის მქონე ახალი კომპიუტერის აღწერა - ესენი გახლავთ Next Unit of Computing (NUC) მოწყობილობები Bean Canyon Lite სერიიდან. კერძოდ, დაანონსდა მოდელები NUC8i3BEHS და NUC8i5BEHS. მათში გამოყენებულია პროცესორები Core i3-8140U და Core i5-8260U, რომელთა წარდგენა ჯერჯერობით არ მომხდარა. დასახელებული ჩიპებიდან პირველი შეიცავს ორ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ინსტრუქციიის ოთხი ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.1-დან 3.9 გჰც-მდე. მეორე პროცესორში მოცემულია ოთხი ბირთვი (რვა ნაკადამდე) სიხშირით - 1.6-დან 3.9 გჰც-მდე. ჩიპების შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD Graphics 620. TDP-ის დონე 15 ვატია. მინი-კომპიუტერებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 64 გბ-მდე DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერება ორი SO-DIMM მოდულის სახით. კორპუსში ხელმისაწვდომია სივრცე ერთი 2.5-დუიმიანი SSD-სთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია М.2 მოდულის გამოყენება. უსადენო კავშირებისთვის ხელმისაწვდომია კონტროლერები Intel Wireless-AC 9560 და Bluetooth 5.0. სადენიანი კავშირი ხორციელდება Intel Ethernet I219-V ადაპტერის მეშვეობით. ხელმისაწვდომ ინტერფეისებს შორისაა პორტები USB 3.1 Gen2, USB Type-C, HDMI 2.0a. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინფრაწითელი სენსორი. მოწყობილობა თავსებადია ოპერაციულ სისტემა Windows 10-თან. https://3dnews.ru/1005450 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.