Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Lenovo-მ ისაუბრა გეიმინგ სმარტფონ Legion-ის დეტალებზე, სმარტფონის ანონსი უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. ინფორმაცია გაასაჯაროვა Lenovo China Mobile-ის გენერალურმა დირექტორმა Chen Jin-მა. 

image.jpeg 

Lenovo-ს ხელმძღვანელის თქმით, მოწყობილობას გაგრილების უნიკალური სისტემა ექნება. დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა კომპანია ამტკიცებს, რომ მოწინავე გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მელ რიგ უპირატესობას იმ ტექნოლოგიებთან შედარებით, რომლებიც გამოყენებულია სხვა კომპანიების გეიმინგ სმარტფონებში. 

ცნობილია, რომ Legion-ს ექნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 865, რომელიც შეიცავს რვა Kryo 585 ბირთვს 2.84 გჰც სიხშირითა და გრაფიკულ კონტოლერ Adreno 650-ს. 

image.jpeg 

ამ დრომდე უკვე ცნობილი იყო, რომ ახალ გეიმინგ სმარტფონში გათვალისწინებული იქნება 55 ვატზე მეტი სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ბატარეის მოცულობა დიდი ალბათობით არანაკლებ 4000 მა/სთ იქნება. 

სმარტფონ Lenovo Legion-ის ოფიციალური პრეზენტაცია მარტის ბოლოს შედგება, მისი ფასი დიდი ალბათობით 500 აშშ დოლარს გადააჭარბებს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.