Magdalena Posted March 5, 2020 Posted March 5, 2020 Morgan Stanley-ს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გამოცხადდა მოსაზრება, რომ რობოტიზებული ტაქსები საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე უფრო ადრე გამოვა, ვიდრე სამომხმარებლო ავტონომიური მანქანები. კომპანია NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა Colette Kress-მა ამავე კონფერენციაზე განაცხადა, რომ საავტომობილო მიმართულებიდან შემოსავლის მიღებას მისი კომპანია რამდენიმე წელში შეძლებს - მას მერე, რაც გამოვა SAE კლასიფიკაციის მიხედვით „2+“ დონის სისტემის მქონე ავტომობილები და მთლიანად ავტომატური ტაქსები. ამავე დროს შეგახსენებთ, Intel-ის გენერალურმა დირექტორმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ მთლიანად ავტომატიზებული მართვის სისტემის მქონე სერიული ავტომობილების გამოსვლა შეუძლებელია 2025-2030 წლამდე. NVIDIA კი, როგორც ჩანს, მსგავს მანქანებში თავისი კომპონენტების დანერგვას გაცილებით ადრე ვადაში ელოდება. Intel-ის ფინანსური დირექტორის კომენტარებიდან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ Mobileye-ბაზარი სწრაფად იზრდება, მისი პროდუქცია უკვე ფაქტობრივად სტანდარტად იქცა ADAS-სისტემების სამყაროში. იერუსალიმის ქუჩებში გამოცდილი პროტოტიპები წარმატებულად ერწყმის ადგილობრივ ტრაფიკს, თვითმხილველი ჟურნალისტები Intel-ის წარმოამდგენლებს გამოუტყდნენ კიდეც, რომ მოგზაურობის ბოლოსკენ მოიწყინეს. როგორც დევისი ამტკიცებს, ავტოპილოტირების სისტემის შემქმნელებისთვის ამაზე კარგი კომპლიმენტი არ არსებობს. https://overclockers.ru/hardnews/show/102048/vyruchku-ot-realizacii-komponentov-dlya-avtomaticheskih-taksi-nvidia-nachnet-poluchat-cherez-paru-let Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.