Magdalena Posted March 3, 2020 Posted March 3, 2020 Tesla-მ დაიწყო შეტყობინებების გაგზავნა იმ მომხმარებლებთან, რომელთაც დარეზერვებული აქვთ ახალი ელექტრომობილი Tesla Model Y. შეტყობინებაში კომპანია ითხოვს, რომ მომხმარებლებმა დაასრულონ შეკვეთა და დაადასტურონ, რომ მზად არიან ელექტრომობილის მიღებისთვის. რესურს Insideevs-მა აღმოაჩინა ათასობით Tesla Model Y ელექტრო ქროსოვერი ფრიმონტში არსებული Tesla-ს ქარხნის ავტოსადგომზე, რაც ადასტურებს კომპანიის მზადებას - უახლოეს მომავალში მოახდინოს ელექტრომობილების უზარმაზარი ნაკადის ტრანსპორტირება მომხმარებლების მისამართით. ცნობილია, რომ Tesla თავდაპირველად დაიწყებს Tesla Model Y ელექტრომობილის გაცილებით ძვირადღირებული ვერსიის - Performance-ის მიწოდებას, შედარებით ხელმისაწვდომი მოდელები კი გაყიდვაში ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება. სწორედ ასეთივე მიდგომა გამოიყენა კომპანიამ Model 3-ის რეალიზაციისას: თავდაპირველად აქცენტი გააკეთა ელექტრომობილის უფრო ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე. Tesla Model Y ზომით Model 3-ზე დაახლოებით 10%-ით დიდია და 75% მისი მსგავსი შემადგენელი კომპონენტები გააჩნია. Model Y Performance-ს 450 კილომეტრიანი გავლის მარაგი აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის 3.5 წამი სჭირდება. ელექტრო ქროსოვერს სახურავზე პანორამული ლუქი აქვს. აგრეთვე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი გახდება Model Y-ის შვიდადგილიანი კონფიგურაცია. https://3dnews.ru/1004922 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.