Magdalena Posted March 2, 2020 Posted March 2, 2020 გერმანული ვებ-გვერდ PC Games Hardware-ის წარმომადგენლებმა გამოქვეყნეს Intel-ისა და AMD-ის სამომავლო ილუსტრირებული გეგმები. თუკი არ ჩავთვლით მობილურ სეგმენტში 7-ნანომეტრიანი Ryzen 4000-ის გამოსვლას მიმდინარე კვარტალში, ამა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება Ryzen 4000 სერიის, Zen 3 არქიტექტურის მქონე 7-ნანომეტრიანი დესკტოპ პროცესორების ანონსი, რომლებიც განკუთვნილი იქნება Socket AM4-ის მქონე დედა დაფებისთვის. მათ შთამომავალი, Zen 4 არქიტექტურის მქონე პროცესორების შესახებ ცნობილია, რომ ისინი წარმოებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, DDR5 სტანდარტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს Socket AM4-თან თავსებადობას. მათი გამოსვლის თარიღს რაც შეეხება, გერმანელი ექსპერტები 2021 წლის პირველ კვარტალს ასახელებენ. Intel-თან დაკავშირებული ვითარება ასეთია: მიმდინარე კვარტალში მოხდა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი 10-ნანომეტრიანი Tiger Lake-U პროცესორების წარდგენა, მომდევნო კვარტალში უნდა გამოვიდეს 14-ნანომეტრიანი Comet Lake-S პროცესორები დესკტოპ სისტემებისთვის LGA 1200 შესრულებით, აგრეთვე Comet Lake-H სერია - გეიმინგ ლეპტოპებისთვის. მესამე კვარტლისთვის მოსალოდნელია 14-ნანომეტრიანი Rocket Lake-U პროცესორების გამოსვლა, რომლებსაც მსგავსება ექნებათ Tiger Lake-U სერიის წარმომადგენლებთან, კერძოდ, მათ ექნებათ იდენტური არქიტექტურა - Willow Cove. 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მიგრაცია საჭირო გახდა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეების მისაღწევად - Intel-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი მას ვერ უზრუნველყოფს სასიცოცხლო ციკლის ამჟამინდელ ეტაპზე. https://overclockers.ru/hardnews/show/101999/nastolnye-processory-amd-s-arhitekturoj-zen-4-poyavyatsya-cherez-god Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.