Magdalena Posted March 2, 2020 Posted March 2, 2020 კომპანია Carbon Mobile-მა დააანონსა საინტერესო მოწყობილობა - სმარტფონი Carbon 1 Mark II. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ფიჭური აპარატი, რომლის კორპუსი დამზადებულია განსაკუთრებული ტექნოლოგიით - ნახშირბადის ბოჭკოების გამოყენებით. გამოყენებულია მეთოდი, სახელად HyRECM (Hybrid Radio Enabled Composite Materials). მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ნახშირბადის ბოჭკოები ერთმანეთში გადაწნულია სპეციალური კომპოზიტით, რომელიც რადიოტალღების გამტარია. შედეგად მიღებულია სულ რაღაც 6.3 მმ სისქის კორპუსი. სმარტფონში გამოყენებულია 6.01-დუიმიანი AMOLED დისპლეი Corning Gorilla Glass 6 დამცავი მინით. გვერდით ნაწილში განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, უკან კი ორი მოდულის მქონე კამერა, რომელთა გაფართოება უცნობია. მოწყობილობაში მოცემულია პროცესორი MediaTek Helio P90, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ტაქტის სიხშირით - 2.2 გჰც-მდე და გრაფიკული ამაჩქარებელი IMG PowerVR GM 9446. სმარტფონს აქვს 128 გბ მოცულობის მეხსიერება, 3050 მა/სთ მოცულობის ბატარეა და სიმეტრიული USB Type-C პორტი. მოწყობილობის ზომა 153,5 × 74 × 6,3 მილიმეტრია. Carbon 1 Mark II-ის ფასი 800 ევროა. მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის ივნისიდან. https://3dnews.ru/1004904 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.