Jump to content

Recommended Posts

Posted

ფლაგმანური გეიმინგ სმარტფონ Black Shark 3-ის გამოშვებას Xiaomi მომდევნო კვირაში აპირებს, მანამდე კი კომპანიამ სოციალურ ქსელ Weibo-ში გააზიარა პოსტერი, რომელზეც წარმოდგენილია სმარტფონის გარკვეული მახასიათებლები. კერძოდ, ცნობილი გახდ მისი ბატარეის მოცულობა და სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე. 

image.jpeg 

Black Shark 3-ს ექნება 4720 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც, როგორც პოსტერიდან ჩანს, Xiaomi Mi 10 Pro-ს მსგავსად ორნაწილიანი იქნება. ძველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ სმარტფონს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ექნებოდა, თუმცა პოსტერის მონაცემებით ინფორმაცია დაკორექტირდა. 

სმარტფონს ასევე ექნება 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა ისევე, როგორც სამომავლო OPPO Find X2-სა და Realme X50 Pro 5G სმარტფონებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში დაანონსდა. Weibo-ზე განავსებული პოსტი გვაცნობებს, რომ ერთი ბატარეის  (2780 მა/სთ) სრულად დამუხტვისთვის მხოლოდ 15 წუთია საჭირო. 

image.jpeg 

უკვე ცნობილია, რომ Xiaomi-ს ახალ გეიმინგ-ფლაგმანს ექნება 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე ეკრანი, LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, Qualcomm Snapdragon 865 პროცესორი, UFS 3.0 მოდული და ორდიაპაზონიანი 5G მოდული. 
სმარტფონის პრეზენტაცია 3 მარტს შედგება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.