Jump to content

Obsidian მუშაობს ახალი თაობის მაღალბიუჯეტურ როლურ თამაშზე


Recommended Posts

Posted

სტუდია Obsidian Entertainment-ის მომხმარებლებმა ვაკანსიების განყოფილებაში აღმოაჩინეს, რომ კომპანის სჭირდება ანიმაციების დირექტორი AAA-კატეგორიის დაუანონსებელი პროექტისთვის, რომელიც მიეკუთვნება როლური თამაშების ჟანრს და განკუთვნილია ახალი თაობის პლატფორმებისთვის. 

image.jpeg 

ვაკანსიისთვის შესაბამის პირს მოეთხოვება დიდი გამოცდილება ანიმაციის მიმართულებით მომუშავე გუნდის ხელმძღვანელობაში, საჭიროა ფლობდეს ცოდნას ოხფეხა, ორფეხა ჰუმანოიდების ანიმრების საკითხში, ინსტრუმენტ Autodesk Maya-ს გამოყენების ცოდნა, უნდა ესმოდეს ძაფების, თმისა და შემადგენელი ნაწილების ანიმირების პრინციპები და ა.შ. 

Obsidian-ის ახალი პროექტის ანიმაციების დირექტორი შეადგენს სამუშაო გეგმას, მართავს ანიმატორების გუნდს, შექმნის ანიმაციებისა და სხვა მასალების პროტოტიპებს, შეასრულებს დამაკავშირებელი რგოლის როლს ანიმაციურ განყოფილებასა და სხვა სამუაო გუნდებს შორის და ბევრი სხვა. 

კონკრეტულად რომელ პროექტს ეხება საუბარი, ამ ეტაპზე უცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ბოლოს Obsidian Entertainment გახდა Xbox Game Studios-ის ნაწილი, ასე რომ ფინანსური კრიზისი გუნდს არ ემუქრება. 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.