Magdalena Posted February 21, 2020 Posted February 21, 2020 კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ ინოვაციური დამცავი მინა, რომელიც ფარავს სმარტფონ Galaxy Z Flip-ის დრეკად დისპლეის, ხელმისაწვდომი გახდება მობილური მოწყობილობების სხვა მწარმოებელი კომპანიებისთვისაც. საუბარი ეხება მინას - Ultra-Thin Glass (UTG). მისი სისქე მხოლოდ 30 მიკრომეტრია, რისი წყალობითაც შესაძლებელია მისი გამოყენება დრეკადი ეკრანის ნაცვლად. UTG-ის მქონე პირველი სმარტფონია ზემოთ ხსენებული დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip. ამ მოწყობილობაში სუპერთხელი მინის ზემოდან განთავსებულია პლასტმასის ფენა. Samsung-ი აცხადებს, რომ UTG მინამ წარმატებით გაიარა ტესტირებები გამძლეობაზე, რომელიც იმიტირებდა ინტენსიურ ექსპლუატაციას, კერძოდ, მან გაუძლო 200 ათას დაკეცვას. Samsung Ultra-thin Glass-ის სავაჭრო ნიშანზე რეგისტრაციისთვის უკვე შეტანილია განაცხადები 38 ქვეყნიდან, მათ შორისაა შეერთებული შტატები, ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები. ამგვარად, ბაზარზე მალე გამოჩნდება სხვადასხვა ბრენდის დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობები UTG დამცავი ზედაპირით. https://3dnews.ru/1004098 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.