Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული წლის დეკემბერში დაანონსდა მობილური პროცესორი Snapdragon 865, რომელმაც ტექნოლოგიების თაყვანისმცემლები გააოცა თავისი შესაძლებლობებით და ლიდერი გახდა Android-მოწყობილობების ბაზარზე. მის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს შორისაა კომპიუტერული ხედვის ძრავი 8K ვიდეოფორმატის მზარდაჭერითა და ფოტოების 200-მეგაპიქსელიანი გაფართოებით. ჩიპს ასევე გააჩნია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დამუშავების ორჯერ სწრაფი შესაძლებლობა წინამორბედებთან შედარებით. 

Snapdragon 865-ს აქვს კამერებისთვის განკუთვნილი მულტიპიქსელიანი დამუშავების მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა ტაქტის სიხშირის გაზრდის გარეშე დამუშავდეს მეტი ინფორმაცია ერთ ტაქტზე. შედეგად მცირდება ენერგომოხმარება, იზრდება მუშაობის პერიოდის ხანგრძლივობა დამუხტვებს შორის, იზრდება კამერის გაფართოება და ხელოვნური ინტელექტი ხდება უფრო ჭკვიანი.  

image.jpeg 

მიუხედავად ამისა, მობილური მოწყობილობების ბაზარზე კონკურენცია დიდია და მწარმოებელ კომპანიებს არ სურთ კონკურენტებს შანსი მისცენ. გამოჩნდა ინფორმაცია, რომ უკვე უნდა გამოვიდეს პროცესორი Snapdragon 865 Plus. ვებ-გვერდ Weibo-ზე არსებული ბლოგის თანახმა ამ მოდელის გამოსვლა მესამე კვარტალშია მოსალოდნელი. დაახლოებით ორ თვეში შევიტყობთ ახალი სისტემის სპეციფიკაციებს. 

მოსალოდნელია, რომ წრმადობა 15%-ით გაიზრდება სტანდარტულ Snapdragon 865-თან შედარებით და გაუმჯობესდება გარკვეული ფუნქციონალური შესაძლებლობები. აქცენტი კეთდება გეიმინგ შესაძლებლობებზე, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი, ხმოვანი ტექნოლოგიები, თამაშებთან დაკავშირებული აპარატუი და პროგრამული შესაძლებლობები გაუჯობესდება. შესაძლოა ასეთი პროცესორი მცირერიცხოვანი გეიმინგ სმარტფონების შემადგენლობაში შევიდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.