Magdalena Posted February 18, 2020 Posted February 18, 2020 დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი Steemit და მისი აპლიკაცია უახლოეს მომავალში TRON-ის ბლოკჩეინზე გადავა. მიგრაცია განხორციელდება Steemit Inc.-სა და Tron Foundation-ის პარტნიორობის ფარგლებში. Tron Foundation-ის ბლოგში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის, მისი პროდუქტებისა და სერვისების მიგრაციაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ Steem-ის ტოკენი (STEEM) გადავა TRON-ის ბლოკჩეინზე, TRX-ის მომხმარებლებისთვის კი განხორციელდება ახალი ტოკენების ეარდროპი. Tron Foundation-ში აცხადებენ იმასაც, რომ კომპანიას არ მოუხდენია Steemit-ში ინვესტირება, საკუთარ ბლოკჩეინზე უარი Steemit-ის ანტრეპრენერებმა ნებაყოფლობით განაცხადეს. აგრეთვე იგეგმება ერთობლივი აქსელერატორის ამოქმედება, რომელიც ორიენტირებული იქნება Steemit-ის პლატფორმის განვითარებაზე. „მხარეები მივიდნენ ერთობლივ შეთანხმებამდე Steemit-ის მომავალთან დაკავშირებით. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფული. Steemit-ს სჭირდება ინფრასტრუქტურა და მასშტაბირებადი ქსელის ქომიუნითის მხარდაჭერა, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ TRON-ს შეუძლია“ - განაცხადეს Steem-ში. Steemit დაარსდა 2016 წელს ნედ სკოტისა და დენ ლარიმერის მიერ. ეს უკანასკნელი ამჟამად EOS-ქსელზე მომუშავე Block.one-ის ტექნიკური დირექტორი გახლავთ. პლატფორმა ამჟამად მოიცავს მილიონ მომხმარებელს, TRON-ის ბლოკჩეინზე კი მათი რაოდენობა 20 მილიონს აღემატება. გარკვეული პერიოდის წინ ცნობილი გახდა, რომ TRON-ის ბლოკჩეინზე მოხდებოდა სტრიმინგ სერვის Dlive-ის მიგრირება, თუმცა იგი BitTorrent-ის ეკოსისტემას შეუერთდება. Dlive-ს ყოველთვიურად 5 მლნ ადამიანი იყენებს, BitTorrent-ს კი - 100 მლნ. https://forklog.com/blokchejn-platforma-steemit-s-20-mln-polzovatelej-migriruet-v-ekosistemu-tron/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.