Magdalena Posted February 15, 2020 Posted February 15, 2020 ბლოკჩეინ-აქსელერატორ MouseBelt-ს 11 ახალი წევრი შეუერთდა, მათ შორისაა საგადახდო გიგანტი Mastercard - გვაცნობებს CoinDesk. სხვა მონაწილეებს შორის არიან Ripple, ბირჟა Binance, აგრეთვე Neo-ს, KuCoin-ისა და Ethereum-პროექტ Matic Network-ის წარმომადგენლები. MouseBelt-ის ინიციატივა მიზნად ისახავს ბლოკჩეინ-ანტრეპრენერების ტრენინგებს ოთხმოცზე მეტ სტუდენტურ ასოციაციაში სხვადასხვა ქვეყანაში. ძველად მას შეუერთდა 13 კომპანია, მათ შორის Stellar, TRON და Wanchain. MouseBelt-ის წევრი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ დაფინანსებასა და რესურსებს სწავლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეიმუშავონ სასწავლო გეგმები და თვალყური მიადევნონ ბლოკჩეინ-ინდუსტრიის აქტუალურ სიახლეებს. შეგახსენებთ, რომ Mastercard დიდი ხანია დაინტერესებულია ბლოჩეინითა და ციფრული ვალუტებით და უკვე მიიღო პატენტები მულტისავალუტო ბლოკჩეინ-სისტემის ტექნოლოგიაზე, ასევე კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების დამუშავების დაჩქარების მეთოდებზე. https://forklog.com/mastercard-prisoedinilas-k-obrazovatelnoj-initsiative-dlya-blokchejn-razrabotchikov/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.