Jump to content

Recommended Posts

Posted

გეიმერები უკვე დიდი ხანია ელოდებიან AMD-ის ფლაგმანური ვიდეო ბარათის გამოსვლას. გარკვეული დროის წინ ინტერნეტში გამოჩნდა უცნობი ბარათი Radeon 5950 XT, რომლის წარმადობის დონე 17,5 TFLOP იყო. ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა და დღემდე მოარულ ხმად რჩება. პარალელურად კი ავტორიტეტული ქსელური წყარო აცხადებს, რომ Big Navi-ს ანონსი უკვე მოახლოვდა. 

image.png 

Wccftech-ის ექსპერტების ინფორმაციით ფლაგმანური ბარათის ანონსი შედგება 2020 წლის 5 მარტს ფინანსური ანალიზის დღეს. აგრეთვე მოხდება RDNA 2.0 არქიტექტურის წარდგენაც, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ ფლაგმანურ ჩიპს და ასევე გახდება მომავალი თაობის  Sony PlayStation 5 და Microsoft Xbox გეიმინგ კონსოლების შემადგენელი ნაწილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენების წყალობით შესაძლებელი გახდება რეალურად მძავრი და ენერგოეფექტური ბარათის შექმნა. 

თუკი ეს ინფორმაცია ნამდვილად შეესაბამება რეალობას, გამოდის, რომ AMD რამდენიმე თვით დაასწრებს Nvidia-ს: მომდევნო თაობის NVIDIA Ampere ვიდეო ბარათების ანონსი უნდა შედგეს Сomputex-ზე, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს გაიმართება. 

  • Like 1
Posted

კარგია კარგია. ერთი ნვიდიასაც დაუბაბანოს და ეგაა :D

 

Posted
1 hour ago, Inferno said:

კარგია კარგია. ერთი ნვიდიასაც დაუბაბანოს და ეგაა :D

 

ერთხელ კი ჩამოგიტანე ნვიდიას დამბაბენებელი :) ახალს თავად იყიდი, დიდი ბიჭი ხარ :D 

Posted
50 minutes ago, OgaiB said:

ერთხელ კი ჩამოგიტანე ნვიდიას დამბაბენებელი :) ახალს თავად იყიდი, დიდი ბიჭი ხარ :D 

აბა ბიჭო :D კაი ქულები კი მოიტანა მაგ კარტამ.რავა ხარ იაგო?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.