Jump to content

Recommended Posts

Posted

პირველმა კრიპტოვალუტამ განაახლა 2020 წლის ახალი საფასო მაქსიმუმი და შეეხო 9775 აშშ დოლარიან ნიშნულს (Bitstamp). ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია კი 275 მლრდ აშშ დოლარს მიუახლოვდა - დონეს, რომელიც ბოლოს დაფიქსირდა 2019 წლის აგვისტოში. 

თანმდევი კორელაციის მიუხედავად, პირველი კრიპტოვალუტა 6 თებერვლამდე 9650 აშშ დოლარს ზემოთ რჩებოდა და გავლენას ახდენა მთელი ბაზრის მდგომარეობაზე. 

image.png 

Altcoin-ებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ - Ethereum-მა: გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული მისმა ფასმა პირვეად გადალახა ფსიქოლოგიური 200 აშშ დოლარიანი დონე. სტატიის წერის მომენტში ETH-ის ფასი დაახლოებით 207.77 აშშ დოლარი იყო. 

ბოლო დღეებში დაფიქსირებული ზრდის მიხედვით ბაზრის სხვა ლიდერების მაჩვენებლები ამგვარია: Bitcoin Cash (გადააჭარბა 440 აშშ დოლარს) Bitcoin SV (300 $), Ethereum Classic (13,00$) და Tezos (2,18 $). 

image.png 

Bitcoin-ის წინა მაქსიმუმი აღინიშნა 3 თებერვალს და მიაღწია 9615 აშშ დოლარს. 

4 თებერვალს Bitstamp-ზე მისი ფასი 9062 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა დათვური განწყობა ხანგრძლივი არ ყოფილა - მოკლე დროში ბაზარმა კვლავ აღმასვლა დაიწყო და ბევრი ანალიტიკოსი აალაპარაკა იმაზე, ხომ არ ბრუნდება Altcoin-ების სეზონი. 

სეთ მტკიცებებთან უფრო ფრთხილად ყოფნაა საჭირო, თუმცა Bitcoin-თან მიმარებაში ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჟამად უკვე შესაძლებელია ხარულ განწყობაზე საუბარი. ცნობილმა ტრეიდერმა ჯოშ რეიჯერმა დაწერა, რომ ბევრი კვლავ ვერ ხვდება რა მოხდა - მისი თქმით საერთო ტრენდი ახლა ოფიციალურად შეიცვალა.  ახალი სიმაღლეებისკენ ემობრუნებას ამტიცებს ისიც, რომ Bitcoin-მა გადააჭარბა 9550 აშშ დოლარიან ნიშნულს. 

 

image.jpeg 

შეგახასენებთ, რომ ანალიტიკური კომპანია Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ოპტიმისტურადაა განწყობილი 2020 წლის მანძილზე Bitcoin-ის მომავალთან დაკავშირებით და ვარაუდობს მის ზრდას თითქმის 200 %-ით უახლოესი ექვსი თვის მანძილზე. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.