gajaviki Posted November 7, 2010 Posted November 7, 2010 მინდა წარმოგიდგინოთ ახალი გეიმინგ კეისი კომპანია AZZA-სგან სახელად Hurrican 2000. იგი აკმაყოფილებს Full Tower სტანდარტს და არის მაქსიმალურად გრილი კეისი რაც აისახება იმით რომ მას აქვს 8 ფენის დასამაგრებელი ადგილი. ზემოთ შეგვიძლია დავამონტაჟოთ ორი 230 მილიმეტრიანი ფენი, მარცხენა მხარეს შეგვიძლია დავამონტაჟოთ ასევე ორი 230 მილიმეტრიანი ფენი, წინ ორი 120 მილიმეტრიანი ფენი, უკან ერთი 120მმ-იანი ფენი და მარჯვენა მხარეს ასევე ერთი 120 მილიმეტრიანი ფენი. მისი წინა პანელი აღჭურვილია წყვილი აუდიო კონეკტორით, ერთი USB 3.0 კონეკტორით, ორი USB 2.0 კონეკტორით და ერთი e-SATA პორტი. მას აქვს ოთხი 5.25" ფორმატის გარე გაფართოების სლოტი, ერთი 3.5" გაფართოების გარე სლოტი, ასევე აქვს ორი SSD-ს ადგილი და შიდა ოთხი 3.5" გაფართოების სლოტი ვინჩესტერებისთვის Plug And Play რეჟიმში. იგი იწონის 13 კილოგრამს და მისი გაბარიტებია: 21.6" x 10" x 23.2" (549mm x 254mm x 590mm) მისი ფასი შეადგენს 139$. წყარო: http://www.pro-clockers.com Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.