Magdalena Posted February 4, 2020 Posted February 4, 2020 ინოვაციური ტექნოლოგიების გამო Bitcoin იმსახურებს გახდეს ყველა ინვესტორის პორტფელის ნაწილი - ამგავრი აზრი გამოთქვა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ Heisenberg Capital-ის დამფუძნებელსა და ტელეწამყვან მაქს კაიზერთან ინტერვიუში. თავდაპირველად კაიზერმა აღნიშნა, რომ 1% BTC-ის ჩართვაც კი ინვესტორებს საშუალებას მისცემდა მნიშვნელოვნად აემაღლებინათ დივერსიფიცირებული პორტფელის შემოსავლიანობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „ეს დაუჯერებელია - აღნიშნა იუსკომ. - ავიღოთ ხუთი წლის წინანდელი არაკომერციული ორგანიზაციების აქტივების თუნდაც 1% - ეს იქნებოდა 6.7 მილიარდი აშშ დოლარი 670 მლრდ აშშ დოლარიდან. ავიღებთ ერთ პროცენტს, ნახევარს აქციებიდან და ნახევარს ობლიგაციებიდან და მიღებული 7.2%-ის ნაცვლად გამოგვივა 9.2% ან დამატებით კიდევ 200 საბაზისო პუნქტი. 7.2%-ს დამატებული 2% მშვენიერი ალფაა“. https://www.youtube.com/watch?v=O96tZjgiWwE იუსკომ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ბოლომდე გამოირიცხოს BTC-ის ნულამდე დაცემის ალბათობა. მეორე მხრივ, პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირებისგან პოტენციური შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო ზარალს. ძველად იუსკომ Bitcoin-ი დაასახელა მომავალ რევოლუციურ ტექნოლოგიად და ქონების დაგროვების ყველაზე დიდ შესაძლებლობად. Morgan Creek-ის ხელმძღვანელმა ბაზრის წევრებს ასევე მოუწოდა გათავისუფლდნენ Amazon-ის „მკვდარი“ აქციებისგან და კონცენტრირდნენ მისი აზრით უფრო მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობაზე. https://forklog.com/glava-morgan-creek-bitkoin-dostoin-stat-chastyu-portfelya-lyubogo-investora/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.