X-treme user Posted March 18, 2011 Posted March 18, 2011 კომპანია Dell-მა გუშინ წარმოადგინა ახალი ლეპტოპი Vostro 3000, რომელიც დაფუძნებულია Sandy Bridge-ზე, გააჩნია დაცვის შესანიშნავი პარამეტრები და ფასითაც საკმაოდ საინტერესოა. Vostro 3000 სერიაში შესულია შემდეგი მოდელები: 13.3-დუიმიანი Vostro 3350, 14-იანი 3450, 15.6-იანი 3550 და 17.3-იანი 3750. ყველა მათგანი დამზადებულია ალუმინისაგან, აღჭურვილია II თაობის Core i3, i5 ან i7 პროცესორით (17.3-დუიმიან ვერსიისათვის ხელმისაწვდომია quad-core ვერსიაც), შეცვლადი გრაფიკით, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, HDD და SSD დისკების არჩევანით, HD ვებ-კამერით, USB 3.0 პორტებით, Bluetooth 3.0-ით. აგრეთვე, უკვე დაყენებული აქვთ Skype და SRS Premium Voice Pro პროგრამა, ხოლო ელემენტის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დრო შეადგენს 12 სთ-მდე (ხელმისაწვდომია მათი 6 და 9-უჯრედიანი ოპციები). Vostro 3350, 3450, 3550 და 3750 გაყიდვაში მომავალი კვირიდან გამოჩნდება და მათი ფასები დაიწყება 599, 499, 499 და 549$-დან შესაბამისად. ფერების არჩევანი კი შემდეგნაირია: აბერდინის ვერცხლისფერი, ლუცერნის წითელი და ბრისბანის ბრინჯაო. TC Magazine 3
საბა Posted March 18, 2011 Posted March 18, 2011 Good !!! მომეწონა, ძალიან კარგია და ფასიც ნორმალური აქვს.
ჯამბო Posted March 18, 2011 Posted March 18, 2011 X-treme user ხო იცი რო შენ ასე არ უნდა წერდე აღჭურვილნი არიან II თაობის Core პროცესორებით,
ჯამბო Posted March 18, 2011 Posted March 18, 2011 ეგ კი ნიკა(ხო სწორად მახსოვს სახელი?) მარა მე უფრო პროცესორის (სიხშირის და ა.შ) მოდელის დაწერა ვიგულისხმე
X-treme user Posted March 18, 2011 Author Posted March 18, 2011 დათო მქვია სხვა წყაროდან ჩავასწორე ეგ ინფო, დავამატე სპეციფიკაციის სრული ჩამონათვალიც
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now