Magdalena Posted January 31, 2020 Posted January 31, 2020 Chainalysis-ის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დარქნეტში Bitcoin-ის გამოყენება, მათ შორის ნარკოტიკების შესყიდვისთვის, ზრდას აგრძელებს. კომპანიის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში დარქნეტ-ბაზრებზე განხორციელებული Bitcoin-გარიგებების მოცულობამ 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ დარქნეტ-მარკეტფლეისის შემოსავლების ზრდას. იგი განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული 2019 წლის პერიოდში, ერთი წლით ადრე კი უმნიშვნელო კლება შეიმჩნეოდა: თუმცა, Bitcoin-ისა და Altcoin-ების წილი ასეთ მარკეტფლეისებზე დიდი არ არის და 1 %-საც არ შეადგენს. მომდევნო გრაფიკზე ვხედავთ, რომ Bitcoin-ის წილი დარქნეტ-ბაზრებზე მიმდინარე ოპერაციებში ნელ-ნელა იზრდება, გაცილებით აქტიურად BTC გამოიყენება საქმიანობის ლეგალურ სფეროებში: Chainalysis-მა ხაზი გაუსვა, რომ დარქნეტში Bitcoin-ის აქტიურობაზე დიდ გავლენას არ ახდენს კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებები. ძველად კომპანიის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით კრიპტოვალუტის მფლობელები ყველაზე ხშირად მიმართავენ სერვისებს პრივატულობის მიზნით და არა იმისთვის, რომ დამალონ არალეგალური შემოსავლები. https://forklog.com/chainalysis-populyarnost-bitkoina-v-darknete-prodolzhaet-rasti/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.