X-treme user Posted March 18, 2011 Posted March 18, 2011 კომპანია Foxconn-ი აგრძელებს თავისი სისტემური პლატების გამოშვებას და ამჯერად გვთავაზობს ATX ტიპის პროდუქტს, სახელწოდებით Rattler. ის დაფუძნებულია Intel-ის P67 ჩიპსეტზე და გააჩნია LGA1155 პროცესორების მხარდაჭერა. დაფა გაფორმებულია შავ/წითელ ფერების კომბინაციით, აღჭურვილია პასიური (Cool Pipe) გაგრილებით, 14-ფაზიანი PWM-ით, ოთხი DDR3-2133 მეხსიერების სლოტით, ერთი ATA პორტით, ორი SATA 6.0 Gbps და ოთხი SATA 3.0 Gbps კონექტორით. გარდა ამისა, ორი PCI-Express x16-ით, რომელიც იძლევა CrossFireX კონფიგურაციის საშუალებას. ახალ პროდუქტს ასევე გააჩნია dual Gigabit Ethernet-ი, ორი USB 3.0 გასასვლელი, ორი eSATA, FireWire, 7.1-არხიანი აუდიო, debug LED-ი და ოვერქლოქინგის რამდენიმე ღილაკი. Quantum Force Rattler-ი ხელმისაწვდომი სულ მცირე დროში გახდება. TC Magazine 7
pupusha Posted March 18, 2011 Posted March 18, 2011 (edited) დადადა საინტერესოა ბიოსი თუ უეფი? მაქს მამრავლი რა აქ ტესტები დაიდოს ეხლა ალბათ გტი მოდელი გამოვა ნავაროტკებით :P Edited March 18, 2011 by pupusha
westsider Posted March 18, 2011 Posted March 18, 2011 მთლად ისეთი ოპტიკა ვერ აქვს როგორც ბლადრეიჯს ქონდა
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now