Magdalena Posted January 28, 2020 Posted January 28, 2020 რესურს LetsGoDigital-მა გამოაქვეყნა ახალი დრეკადი სმარტფონი Galaxy Z Fold-ის რენდერები. მოწყობილობას ახლო მომავალში გამოუშვებს სამხრეთკორეული კომპანია Samsung. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობას ექნება დიდი ზომის დისპლეი, რომელიც გადაიკეცება კორპუსის შუაში. ამგვარი გადაწყვეტილება დრეკად ეკრანს დაიცავს დაზიანებისგან ყოველდღიური ექსპლუატაციის პირობებში. ცნობილია, რომ დისპლეიზე მუშაობას მომხმარებლები შეძლებენ არა მხოლოდ თითის მეშვეობით, არამედ S Pen სტილუსითაც. მისი კორპუსშივე შენახვისთვის, როგორც ჩანს, გათვალისწინებულია სპეციალური სათავსო განყოფილება. რენდერების თანახმად სმარტფონზე მოცემულია ორი ფრონტალური კამერა განათებით, კამერის მოდულები განთავსებულია ეკრანზე არსებულ ჭრილში. კორპუსის უკანა მხარეს ჩანს სამი კამერა: ოპტიკური მოდულები განლაგებულია ვერტიკალურად. კორპუსის გარე მხარეს წარმოდგენილი იქნება დამატებითი ეკრანი: იგი მომხმარებელს საშუალებას მისცემს გამოიყენოს მოწყობილობა მისი გახსნის გარეშე. სხვა მახასიათებლებიდან შესაძლებელია აღინიშნოს სიმეტრიული USB Type-C პორტი და მართვის გვერდითი ფიზიკური ღილაკები. ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, თუ როდის გამოვა სმარტფონი Galaxy Z Fold სამომხმარებლო ბაზარზე. https://3dnews.ru/1002302
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now