Magdalena Posted January 24, 2020 Posted January 24, 2020 კომპანია AMD-მ Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათების გაყიდვების დაწყების წინ გამოუშვა vBIOS-ის ახალი ვერსია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა GPU-ის ტაქტის სიხშირეები. თუმცა ყველა კომპანიამ ვერ შეძლო თავიანთი უკვე არსებული პროდუქტების განახლება. მათ შორისაა MSI-ც, რომელიც ამჟამად მოხმარებლებს სთავაზობს ახალ firmware-ს MSI Dragon Center-იდან. ამჟამად MSI-ს ასორტიმენტში Radeon RX 5600 XT ბარათის ოთხი მოდელია. ორი მათგანი შევიდა უმცროს სერია Mech-ში, დანარჩენი ორი კი - უფროს Gaming-სერიაში. vBIOS-ის ახალი ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ Radeon RX 5600 XT Gaming X ვიდეო ბარათში. თავდაპირველად მისთვის გამოცხადებული სიხშირეები ამგვარად გამოიყურებოდა: საბაზისო: 1235 მჰც, საშუალო გეიმინგ-სიხშირე - 1460 მჰც და მაქსიმალური Boost-სიხშირე - 1620 მჰც. განახლების შემდეგ მექანიკური აჩქარების გარეშე GPU-ის სიხშირეები ასეთი იქნება: საბაზისო სიხშირე - 1420 მჰც, საშუალო სიხშირე თამაშებში - 1615 მჰც, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი იქნება 1750 მჰც. ვიდეომეხსიერების ეფექტური სიხშირე - 12 გჰც - უცვლელი დარჩება. Radeon RX 5600 XT Gaming Z Gaming X Gaming Mech OC Mech საბაზისო სიხშირე _ იყო - 1235 მჰც / გახდა - 1420 მჰც 1185 მჰც 1235 მჰც 1130 მჰც გეიმინგ-სიხშირე 1615 მჰც იყო - 1460 მჰც / გახდა - 1615 მჰც 1420 მჰც 1460 მჰც 1375 მჰც Boost-სიხშირე 1750 მჰც იყო - 1620 მჰც / გახდა - 1750 მჰც 1600 მჰც 1620 მჰც 1560 მჰც მეხსიერების სიხშირე 14 გჰც 12 გჰც 12 გჰც 12 გჰც 12 გჰც MSI-ის დანარჩენ Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათებს vBIOS-ის განახლება ჯერჯერობით არ აქვთ და გვთავაზობენ იმავე სიხშირეებს, რომლებიც თავიდანვე იყო გამოცხადებული. ამ დროისთვის უცნობია, გეგმავს MSI მათთვის განახლების გამოშვებას თუ მომხმარებლებს მათი მექანიკურად აჩქარება მოუწევთ. ცნობილია, რომ კომპანია MSI-მ შესაძლოა გამოუშვას ვიდეო ბარათი Radeon RX 5600 XT Gaming Z, რომელიც Gaming X მოდელებისგან განსხვავებული იქნება 14 გიგაჰერციანი მეხსიერებით. GPU-ის სიხშირე კი დიდი ალბათობით Radeon RX 5600 XT Gaming X-ის მსგავსი ექნება. https://3dnews.ru/1002042 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.