Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროები გვატყობინებენ, რომ მომდევნო ფლაგმანურ სმარტფონ Sony Xperia-ს ექნება ტექნიკური მახასიათებლების უნიკალური ნაკრები, რომელსაც არ ფლობს კომერციულ ბაზარზე ამჟამად არსებული არც ერთი სმარტფონი. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ არსებული მოწყობილობის წარდგენა შედგება 24 თებერვალს მობილური ინდუსტრიის გამოფენა Mobile World Congress (MWC) 2020-ზე ქ. ბარსელონაში. 

ცნობილია, რომ   აღნიშული სმარტფონი მობილურ წარმოებაში იქნება პირველი, რომელსაც ექნება 4K ფორმატის დისპლეი და მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. გარდა ამისა, 4K პანელი პირველად მოგვევლინება Snapdragon 865 პროცესორთან ერთად. 

უკი, ამჟამად არსებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, დისპლეის ზომა 6.6 დუიმია დიაგონალზე, გვერდების შეფარდება - 21:9. ეკრანი OLED ტიპისაა და აქვს HDR მხარდაჭერა. 

5G ქსელში მუშაობას უზრუნველყოფს მოდემი Snapdragon X55, რომელიც თავსებადია არაავტონომიურ (NSA) და ავტონომიურ (SA) არქიტექტურებთან. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ სმარტფონის კორპუსის უკანა ნაწილზე განთავსდება კამერა ოთხი მოდულით. მისი სავარაუდო კონფიგურაცია ამგვარია: ძირითადი სენსორი 48 ან 64 მეგაპიქსელით, 12-მეგაპიქსელიანი ბლოკი ფართოკუთხიანი ოპტიკით, 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო მოდული და ToF სენსორი. 

ჯერჯერობით უცნობია სმარტფონის ზუსტი დასახელება, ვერსიები სხვადასხვაა: - Xperia 1.1, Xperia 0 და Xperia 1 Premium. თუმცა, ცნობილია სმარტფონის ფასი, რომელიც  - 850 აშშ დოლარიდან დაიწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.