Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთი არკადის რეტრო თამაშის (CarnEvil) ძებნისას წავაწყდი ამ საიტს, TheCollectionChamberhttps://collectionchamber.blogspot.com

ავტორს საიტზე გამოქვეყნებული აქვს უამრავი რეტრო თამაში, Windows, DOS თუ სხვადასხვა კონსოლების და არკადებისთვის

რაც მთავარია თამაშებისთვის არის Custom ინსტალერები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ DOSBOX-ის თუ MAME-ს კონფიგურაციას, ჩვეულებრივ ინსტალერით დააინსტალებთ და გაუშვებთ თამაშს Shortcut-იდან

გადმოსაწერ თამაშები არის ისეთები, რომლებიც არის ე.წ abandonware, ანუ არცერთ პლათფორმაზე არ იყიდება, ორიგინალი copyright-ის მფლობელი აღარ არსებობს (გაკოტრდა მაგალითად) ან არ აინტერესებს თამაში

თამაშებს ახლავს დეტალური ინსტრუქციები თუ როგორ გაუშვათ (ძირიადად ინსტალაცია სჭირდება სტანდარტული)

AAA თამაშებს ალბათ ვერ ნახავთ, თუმცა ძალიან საინტერესო Retro თამაშებს შეხვდებით

COLLECTION CHAMBER FAQ

Facebook Page

Twitter: @TheCC101

 

მეორე, უფრო დიდი ბაზის მქონე ვებგვერდია MyAbandonWare:  https://www.myabandonware.com

1500-მდე თამაშია 1977-2010 წლების შუალედში

განსხვავებით წინა საიტიდან, არაა თამაშების გაშვების დეტალური ინსტრუქციები, თუმცა ძალიან ძველი DOS და უფრო ადრინდელი თამაში შეგიძლიათ ბრაუზერშივე გაუშვათ, ხოლო გადმოსაწერად კი დისკების იმიჯებია, ასევეა პატჩები, ფიქსები და მანუალები, თუმცა გაშვებაზე თავად უნდა იზრუნოთ.

ვებსაიტს აქვს უფრო მოსახერხებელი ინტერფეისი (blogspot-ს გაცილებით ჯობია), შეიძლება თამაშების დათვალიერება პლატფორმის, წლის, ჟანრის, დეველოპერის და ა.შ მიხედვით, 

საკმაოდ ბევრი კარგად ცნობილი თამაშია წარმოდგენილი, მაგალითად 007: Nightfire , Colin Macray Rally  MECHWARRIOR 4: MERCENARIES და ა.შ

Facebook Page

Twitter: @myabandonware

ერთ კარგ თამაშსაც ვახსენებ: Dark Earth პირველად ვნახე Myabondenware-ზე, ვნახე ასევე პატჩები და ინსტრუქციები რომ გამეშვა პირდაპი თანამედროვე სისტემებზე, მაგრამ სამწუხაროდ დიდი წარმატების გარეშე, Windows 10-ზე ვერ გავუშვი, Windows 98-იან ლეპტოპზე გაეშვა, თუმცა მთავარ მენიუს ვერ გავცდი, ერთგან ვირტუალურ კომპიუტერზე XP-ზე გავუშვი თუმცა ხარვეზებით, TheCollectionChamber-იდან კი გადმოვიწერე custom ინსტალერი, რომელმაც დააყენა DosBox და მის თავზე Windows 95, რომელშიც თამაში ეშვება უპრობლემოდ

ესეც ამ თამაშის რევიუ:

 

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.