Magdalena Posted January 9, 2020 Posted January 9, 2020 პოპულარულმა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-მა ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების მართვისგან მიიღო თანხმობა Stablecoin Binance USD-ზე (BUSD), რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული. BUSD-ის გაშვება განხორციელდა სექტემბერში კომპანია Paxos-ის მხარდაჭერით, რომელიც პასუხისმგებელია ფიატური რეზერვების შენახვასა და Stablecoin-ის ემისიაზე. ამჟამად Binance USD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 17.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და CoinMarketCap-ის რეიტინგში 151-ე ადგილი უკავია. Binance-მა აგრეთვე აამოქმედა უვადო კონტრაქტები XRP ტოკენებზე USD-სთან წყვილში. ამის ფონზე კომპანია Ripple-ის აქტივების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა: წყარო: CoinMarketCap ამ ყველფრის პარალელურად Binance-მა დააანონსა რამდენიმე სავაჭრო წყვილის დელისტინგი Stablecoin USD Coin-ით. ALGO/USDC, FTM/USDC, ONT/USDC, XLM/USDC, USDS/USDC წყვილები ჩამოიწერა 7 იანვარს, თუმცა აქტივები ხელმისაწვდომი იქნება სხვა მონეტებთან ვაჭრობისთვის. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Binance-მა Ethereum-ის ფიუჩერსების მაქსიმალური ბერკეტი 75x-მდე გაზარდა. https://forklog.com/binance-poluchila-odobrenie-na-stejblkoin-busd-ot-regulyatora-shtata-nyu-jork/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.