Jump to content

Recommended Posts

Posted

Taipei Times-ის ცნობით 7-ნანომეტრიან პროცესორ Ampere GPU NVIDIA-ს ბაზაზე შექმნილი მომდევნო თაობის GeForce ვიდეო ბარათები  Turing-ის ბაზაზე არსებულ გრაფიკულ პროცესორებზე 50%-ით სწრაფი და ორჯერ ენერგოეფექტური იქნება. NVIDIA მზადაა მომდევნო Ampere თაობის გრაფიკული პროცესორები გამოუშვას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, რაც გამოიწვევს გეიმინგ ბარათებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნის აღდგენას. 

image.png 

NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა დაადასტურა, რომ მომავალი თაობის 7-ნანომეტრიანი GPU-ების უმეტესობის წარმოებით კომპანია TSMC დაკავდება, პროდუქციის მცირე ნაწილს კი Samsung-ი დაამზადებს. 

Ampere ვიდეო ბარათები ორჯერ შეამცირებს ენერგომოხმარებას არსებულ Turing პროცესორებთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ახალი არქიტექტურის საფუძველზე შექმნილი მაღალი წარმადობის გრაფიკული პროცესორები შეძებენ თამაშების ხარისხიან დამუშავებას RayTracing-ტექნოლოგიის მეშვეობით 4K გაფართოებასა და 60 FPS-ზე. 

image.png 

Turing გახლდათ პროცესორების პირველი თაობა, რომელშიც რეალიზდა Ray Tracing, Ampere კი შემოგვთავაზებს ოპტიმიზაციას და მეტ RT და ტენსორულ ბირთვს RayTracing-ისთვის. NVIDIA 12-ნანომეტრიან FinFET ტექნოპროცესს იყენებს Turing პროცესორებში, მომდევნო თაობის Ampere გრაფიკულ პროცესორებში კი დაინერგება არა მხოლოდ უფრო მოწინავე არქიტექტურა, არამედ ახალი 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგია, რაც განაპირობებს მათ AMD Navi სერიასთან გათანაბრებას და ორმაგ ენერგოფექტურობას. 

image.jpeg 

ასევე ცნობილია, რომ ყველა მსხვილი კომპანია მიიღებს თავისი გეიმინგ ბიზნესის მოცულობის ზრდას: MSI ელის გაყიდვების 60%-იან მატებას, ASUS-ისა და Gigabyte-ის პროგნოზით, ორივე მიიღებს დაახლოებით 30%-იან მოგებას ახალი Ampere პროცესორების წყალობით, ყოველი კომპანიისთვის კი გადამწყვეტი მოვლენა იქნება ლეპტოპებზე მოთხოვნის ზრდა და რეალიზება. Turing ამჟამად NVIDIA-ს ბაზარზე მთავარი მოთამაშეა მცირე ხნის წინ SUPER სერიის გამოშვებით და იგი ძალებს იძენს დისკრეტულ სეგმენტში. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.