Magdalena Posted January 3, 2020 Posted January 3, 2020 კომპანია AMD, როგორც ჩანს ამზადებს არა ერთ, არამედ ორ ახალ მაღალი წარმადობის 3000 სერიის Ryzen Threadripper პროცესორს. უკვე დაანონსებული 64-ბირთვიანი ფლაგმანური პროცესორის პარალელურად AMD სულ მალე წარადგენს 48 ბირთვიან მოდელსაც: ეს ჩიპი უკვე მოხსენიებულია CPU-Z 1.91 პროგრამაში. საუბარია Ryzen Threadripper 3980X პროცესორზე, რომელსაც 48 ბირთვი და 96 ნაკადი ექნება. ახალი ჩიპი გვევლინება შუალედურ მოდელად უკვე გამოსულ 32-ბირთვიან Ryzen Threadripper 3970X-სა და 64-ბირთვიან Ryzen Threadripper 3990X-ს შორის, რომლის ანონსი უახლოეს დღეებში შედგება. CPU-Z სავარაუდოდ 64-ბირთვიან მოდელთან ერთად ახლო პერიოდში გამოვა. რთული არ არის მიხვედრა, რომ აქტუალური 3000 სერიის ოთხკრისტალიანი Ryzen Threadripper ჩიპებისგან განსხვავებით სამომავლო Ryzen Threadripper 3980X-სა და 3990X-ს ექნება რვა 7-ნანომეტრიანი კრისტალი Zen 2 ბირთვებით. 48-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3980X-ის შემთხვევაში ყოველ კრისტალზე აქტიური იქნება რვიდან ექვსი ბირთვი. ამასთან, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 256 მბ იქნება. TDP-ის დონე დიდი ალბათობით 280 ვატს შეადგენს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური სიხშირეები, რომლებიც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ Ryzen Threadripper 3970X ღირს 1999 აშშ დოლარი, Ryzen Threadripper 3980X-ის ფასი სავარაუდოდ დაახლოებით 2499-2999 აშშ დოლარი იქნება. ფლაგმანური Ryzen Threadripper 3990X-ის ფასმა კი შესაძლოა 3499-3999 აშშ დოლარს მიაღწიოს. https://3dnews.ru/1000750 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.