Jump to content

Recommended Posts

Posted

სამომავლო Huawei P40 სერიის ამსახველი რენდერები ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ამჯერად სმარტფონის დეტალიზებული ვიზუალიზაცია წარმოადგინა რესურსმა - TargetYouTube.com. 

image.jpeg 

Huawei P40 Pro-ს ფრონტალური პანელის დიზაინი ძალიან ჰგავს უახლეს Samsung Galaxy Note 10-ისას: ეკრანის ზედა ნაწილშ, ცენტრში განთავსდება მრგვალი ჭრილი კამერისთვის. ჩინური კომპანია თავის ბოლო პერიოდის ფლაგმანებში უფრო დიდი ზომის ჭრილებს იყენებს, თუმცა როგორც ჩანს პერფორირებული ეკრანი უფრო ფართოდ მიღებული და გავრცელებული გადაწყვეტილება იქნება 2020 წლის მობილურ წარმოებაში. გარდა ამისა, სმარტფონს გვერდებზე ნაწილობრივ გადასული ეკრანი ექნება, რაც უზრუნველყოფს ვიდეოს ყურებას სრულ ეკრანზე შავი ჩარჩოების გარეშე. 

რაც შეეხება სმარტფონის უკანა პანელს, ჩანს, რომ ხუთი ბიექტივისგან შემდგარია სწორკუთხედი, მის ქვემოთ კი განთავსებულია ორმაგი ფლეშ-განათება. გავრცელებული ცნობების თანახმად სმარტფონის უკანა მხარეს მოცემული იქნება 64-მეგაპიქსელიანი Sony IMX686 სენსორი, 20-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი ხედვის ობიექტივი, 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტომოდული, მაკროობიექტივი და Time of Flight სენსორი. კამერაზე ხილვადია ოპტიკის ცნობილი გერმანული მწარმოებლის სახელწოდება - Leica. 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ Huawei P40 Pro-ს ექნება უახლესი პლატფორმა Kirin 990 5G. ამ ცალკრისტალიან სისტემაში გამოყენებულია მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი 7 ნმ + EUV, აგრეთვე ინტეგრირებულია 5G მოდემი. ეს იქნება მსოფლიოში პირველი მობილური ჩიპი, რომელსაც 10.3 მლრდ-ზე მეტი ტრანზისტორი აქვს. 

სმარტფონს ექნება როგორც ავტონომიური, ისე არაავტონომიური 5G ქსელის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა გაფრთოვდეს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის ზონა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია 5500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

უახლესი ცნობების მიხედვით Huawei P40 Pro მომდევნო წლის მარტში უნდა გამოვიდეს უმცროს მოდელ P40-თან ერთად. როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ აშშ-ის სანქციების გამო სმარტფონში არ იქნება ხელმისაწდომი Google Play და Google-ის სხვა სერვისები. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.