Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ბირჟა BitMEX-ის კვლევითმა განყოფილებამ რამდენიმე პროგნოზი გააკეთა ინდუსტრიის განვითარების შესახებ მომდევნო წლისთვის. 

image.jpeg 

ექსპერტების აზრით Bitcoin-ის გასაყიდი ფასი იქნება 2000-15 000 აშშ დოლარის დიაპაზონში, პირველი კრიპტოვალუტის დომინირების ინდექსი კი არ გადააჭარბებს 75%-ს, თუმცა არ ჩამოვა 30%-ს ქვემოთ. 

ტოკენი MATIC, რომელსაც ერთადერთი მომგებიანი მდგომარეობა აქვს IEO-ბუმის შემდეგ, 80%-ზე მეტით შემცირდება - თვლიან ექსპერტები. 

BitMEX-ში აგრეთვე დაამატეს, რომ ქრეიგ რაიტი, დიდი ალბათობით, კვლავ დაიმუქრება 1 მლნ BTC-ის გადინებით. ექსპერტებმა ასევე ყველას მიულოცეს საახალწლო სადღესასწაულო სეზონის დადგომა. 

ანალიტიკოს ბენჯამინ კოუენის აზრით 2023 წელს კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 11 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება. 

ანალიტიკოსმა ლოგარითმული ანალიზის საფუძველზე ივარაუდა Altcoin-ების ახალი ბუშტი, რომლის დროსაც ყველა ციფრული აქტივის ჯამური ფასი ზემოხსენებულ თანხას მიაღწევს. 

მისი პროგნოზის თანახმად Altcoin-ების შემდგომმა რალიმ შესაძოა 313-მაგი მოგება მოიტანოს. ამგვარი სცენარის შემთხვევაში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 2023 წლისთვის 32 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა ამ შეფასებას კოუენი სარწმუნოდ არ მიიჩნევს. 

უფრო კონსერვატიული ანალიზით ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 11 ტრილიონ დოლარ იქნება და ყველა აქტივი ერთნაირად გაიზრდება - აცხადებს ანალიტიკოსი. 

სამომავლო საბაზრო პიკის სცენარის მიხედვით Bitcoin-ის ფასი 141 ათას აშშ დოლარს მიაწევს, თუმცა მისი წილი 23%-მდე შემცირდება. 

ასეა თუ ისე, კოუენი თვლის, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ Altcoin-ების დიდი ბუშტისგან და Bitcoin დომინირებას გააგრძელებს. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ანალიზი არ არის საინვესტიციო რევა, ეს გახლავთ მხოლოდ Bitcoin-სა და Altcoin-ებს შორის თანამოქმედების სავარაუდო განვითარების სცენარი. 

შეგახსენებთ, რომ ფონდ Pantera Capital-ის ხელმძღვანელლი დენ მორჰედი თვლის, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა თავისუფლად შეიძლება მიაღწიოს 40 ტრილიონ აშშ დოლარს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.