Jump to content

Digital Foundry-მ დაასახელა 2019 წლის ვიზუალურად ყველაზე მიმზიდველი თამაშები


Recommended Posts

Posted

Digital Foundry-ს წარმომადგენლებმა Alex Battaglia-მ და John Linneman-მა შეაჯამეს 2019 წელი და დაასახელეს ბოლო თორმეტ თვეში გამოსული საუკეთესო გრაფიკის მქონე თამაშები. 

image.jpeg 

„საპრიზო“ ადგილების დასახელებასთან ერთად ჟურნალისტებმა საუბრეს ამა თუ იმ მიზეზზე, რომელთა გამოც პროექტებმა ყურადღება დაიმსახურეს: 

  • Resident Evil 2 და Devil May Cry 5 - ამ თამაშებმა ჩამონათვალში ადგილები დაიმსახურეს მომდევნო თაობის კონსოლების პოტენციალის, შესანიშნავი წარმადობისა და გამოსახულების მაღალი ხარისხის გამო; 

  • Ace Combat 7: Skies Unknown - რეიტინგში  მოხვდა ფერთა პალიტრისა და ატმოსფეროს გამო, აგრეთვე 60 კადრი/წმ და VR-რეჟიმში დეტალიზაციის წყალობით; 

  • The Touryst - უპრეცედენტო წარმადობის გამო Switch-ზე (თამაში ინარჩუნებს სტაბილურ 60 კარდი/წმ-ს დროის 99%-ში); 

  • A Plague Tale: Innocence - გრაფიკის მაღალი ხარისხის გამო (დეტალიზაცია, პერსონაები, განათება) თანაც იმის გათვალისინებით, რომ თამაშის შემქმნელების გუნდი საკმაოდ პატარაა; 

  • Ion Fury  Build-ძრავზე დაბრუნების და ტექნოლოგიის ახალ დონეზე აყვანის გამო. 

ორივე გრაფიკული ენთუზიასტის პირად რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფება Quake II RTX: ამ თამაშმა გულგრილი არ დატოვა არც Battaglia და Linneman-ი. 

რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა Control. ჟურნალისტებმა აღნიშნეს RayTracing-ის ეფექტური გამოყენება - მისი წყალობით გამოსახულების ხარისხი მომდევნო თაობის კონსოლების დონეზე ადის. 

„მე Control-ს ვუწდებდი RayTracing-ის აპლიკაცია-მკვლელს. ბაზარზე არსებული არც ერთი თამაში არ ახდენს ამ ტექნოლოგიის დემონსტრირებას ისე კარგად, როგორც Control. მეტად აღფრთოვანებული დავრჩი მისით, განსაკუთრებით კი PC-ვერსიით“ - განაცხადა Battaglia-მ. 

image.jpeg 

2019 წლის ვიცე-ჩემპიონი Linneman-ისთვის გახდა Gears 5 – „დაუჯერებლად ლამაზი თამაში შესანიშნავი ვრცელი ლოკაციებითა და დეტალების უზარმაზარი რაოდენობით, სტაბილური 60 კადრი/წმ. მაჩვენებლით Xbox One X-ზე“. 

Gears 5 განსაკუთრებით იგებს Unreal Engine-ის სხვა პროექტების ფონზე: Borderlands 3 ვერ დაიკვეხნის მსგავსი წარმადობია და გაფართოებით. 

image.jpeg 

2019 წლის საუკეთესო გრაფიკის მხრივ ურნალისტების აზრი გაიყო. Linneman-მა ხაზი გაუსვა Death Stranding-ის უპირატესობას, Battaglia-მ კი ტრიუმფატორად Metro Exodus დაასახელა. 

4A Games-ის პოსტაპოკალიპტური შუთერის ტექნოლოგიის წყალობით თამაშში ობიექტებს არ აქვთ გრაფიკული არტეფაქტები, რაც დამახასიათებელია სხვა მრავალი სტუდიის ქმნილებებისთვის. 

Metro Exodus-ის მეორე უდავო უპირატესობაა raytracing-ი. Battaglia-ს აზრით, ამ პარამეტრების გამორთვა თამაშს ვიზუალური თვალსაზრისით ერთი თაობი უკან დასწევს. 

image.jpeg 

Metro Exodus-ის გრაფიკული ღირსებების უმეტესობა ხელმისაწვდომია მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერზე, Death Stranding კი გეიმერებს კონსოლებზეც აოცებს. Linneman-მა ექსპერიმენტალურ ექშენს უწოდა „იაპონური ესთეტიკისა და მაღალი ტექნოლოგიების იდეალური ნაზავი“. 

პირელ რიგში Linneman-ი ააფრთოვანა პერსონაჟების დეტალიზაციამ, მეორე რიგში კი პეიზაებმა: ლანდშაფტის მახასიათებლებმა და შორეულმა ფონმა უმნიშვნელო ანიმაციის შემთხვევაშიც კი. 

დეკემბრის შუა პერიოდში გამართულ ცერემონია The Game Awards 2019-ზე საუკეესო ვიზუალური შესრულებისთვის ჯილდო Control-ის ავტორებმა მიიღეს. Metro Exodus-ის შემქმნელები ჯილდოს გარეშე დარჩნენ, Death Stranding-ის ავტორებმა კი ღონისძიებიდან სამი ჯილდო წაიღეს. 

Posted

ყველაზე ძლიერი გრაფიკა მაინც მეტროს აქვს მგონი ამ წლის იგრებიდან

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.