Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული პრომო-მასალები მიგვითითებს, რომ მალე გამოვა მოწყობილობა Galaxy Tab S6 5G - მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პლანშეტი მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით ჩანს, რომ დიზაინის მხრივ ახალი პლანშეტი Galaxy Tab S6-ის მსგავსია, რომლის დებიუტი მიმდინარე წლის ზაფხულში შედგა. შესაბამისად, ახალ პლანშეტს წინამორბედის მსგავსად ექნება 10.5-დუიმიანი Super AMOLED დისპლეი, გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და S Pen სტილუსის მხარდაჭერა. 

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ აპარატული პლატფორმა Qualcomm Snapdragon 855-იც  უცვლელი დარჩებ. ამასთან, დაემატება მოდემი Snapdragon X50 5G მეხუე თაობის ქსელში მუშაობისთვის. 

image.jpeg 

Galaxy Tab S6 5G პლანშეტის სხვა მახასიათებლები ასეთია: 6/8 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128/256 გბ ფლეშ-მეხსიერება, AKG აუდიოსისტემა ოხი დინამიკით, დისპლეიზე განავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი, ორი კამრა 13- და 15-მეგაპიქსელიანი სენსორებით. 

დიდი ალბათობით Galaxy Tab S6 5G პლანშეტის ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში შედგება. მისი პრეზენტაცია გაიმართება ლას-ვეგასში, იანვარში, ელექტონიკის გამოფენა CES 2020-ზე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.