Jump to content

Recommended Posts

Posted

ხშირად გვესმის, რომ შესაძლოა AMD-სა და NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორები Samsung-მა გამოუშვას. ყოველ შემთხვევაში, 8-ნანომეტრიან Orin პროცესორებს NVIDIA სწორედ კორეულ კომპანიას შეუკვეთს. გარდა ამისა, კორპორაცია Intel-მა მცირე ხნის წინ ოფიციალურად დაასახელა Samsung თავის საწარმოო პარტნიორად, თუმცა დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა. Samsung-ის საკონტრაქტო მომსახურებაზე მოთხოვნის გაჩენის მხრივ გასაკვირი არაფერია, რადგან კომპანია რჩება ლიდერთა შორის ყველაზე მოწინავე კომპანიად ლითოგრაფიული ტექნოლოგიების განვითარებაში. 

ტაივანური გამომცემლობა DigiTimes ამტკიცებს, რომ Samsung იწყებს TSMC-ის მომხმარებლების გადმობირებას და მათ თავის მომსახურებაზე უფრო მომგებიან ფასებს სთავაზობს. ეს სრულიად მოსალოდნელია, რადგანაც TSMC ბაზრის ლიდერია და კონკურენციის სტიმულირება ყველაზე მეტად ფასის ფაქტორითაა შესაძლებელი. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ის შესაძლებლობები საკონტრაქტო წარმოებაში ჯერჯერობით არც ისე დიდია და თავის სიმძავრეს იგი ძირითადად საკუთარი საიროებებისთვის მოიხმარს. ყოველი ახალი ტექნოპროცესი დიდ ხარჯს საჭიროებს და ამ ხარჯის გასამართლებლად გონივრულია გარე მომხმარებლების მოძიება. არ არის გამორიცხული, რომ Samsung სწორედ ამგვარი ლოგიკით ხელმძღვანელობს სტრატეგიის განსაზღვრისას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.