Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია LG Electronics- გამოფენა CES 2020-ზე წარადგენს მონიტორ UltraFine Ergo 32UN880-ს, რომლის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია უნიკალური მრავალფუნქციური სადგამი. 

image.jpeg 

პანელი მაგიდის ნაპიზე მაგრდება სპეციალური კრონშტეინის მეშვეობით. სადგამს რეგულირების ფართო სპექტრი აქვს: შესაძლებელია დისპლეის განთავსების, სიმაღლის, დახრის კუთხის ცვლილება და მონიტორის საჭირო მხარეს მოტრიალება. ასევე შეიძლება ეკრანის ორიენტაციის ცვლილება: საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს 180 გრადუსით შეაბრუნოს ეკრანი ისე, რომ გამოსახულება მის პირისპირ მჯდომმა პირმა დაინახოს. 

image.jpeg 

მონიტორს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა აქვს ზომით 31.5 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 3840×2160 პიქსელს, რაც 4K/UHD ფორმატს შეესაბამება. 

image.jpeg 

ახალი მონიტორის სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, რეაქციის დრო - 5 მილიწამი, აქვს HDR10-ის მხარდაჭერა, უზრუნველყოფილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

image.jpeg 

პანელს გააჩნია AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის კომფორტულობის დონის ამაღლებას. გათვალისწინებულია სიმეტრიული პორტი USB Type-C, ორი HDMI ინტერფეისი, DisplayPort და ორი USB პორტი. 

image.jpeg 

UltraFine Ergo 32UN880 მონიტორის მიახლოებითი ფასისა და მისი გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ მოცემული მომენტისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.