Magdalena Posted December 23, 2019 Posted December 23, 2019 კომპანია LG Electronics-ი გამოფენა CES 2020-ზე წარადგენს მონიტორ UltraFine Ergo 32UN880-ს, რომლის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია უნიკალური მრავალფუნქციური სადგამი. პანელი მაგიდის ნაპირზე მაგრდება სპეციალური კრონშტეინის მეშვეობით. სადგამს რეგულირების ფართო სპექტრი აქვს: შესაძლებელია დისპლეის განთავსების, სიმაღლის, დახრის კუთხის ცვლილება და მონიტორის საჭირო მხარეს მოტრიალება. ასევე შეიძლება ეკრანის ორიენტაციის ცვლილება: საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს 180 გრადუსით შეაბრუნოს ეკრანი ისე, რომ გამოსახულება მის პირისპირ მჯდომმა პირმა დაინახოს. მონიტორს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა აქვს ზომით 31.5 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, რაც 4K/UHD ფორმატს შეესაბამება. ახალი მონიტორის სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, რეაქციის დრო - 5 მილიწამი, აქვს HDR10-ის მხარდაჭერა, უზრუნველყოფილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელს გააჩნია AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის კომფორტულობის დონის ამაღლებას. გათვალისწინებულია სიმეტრიული პორტი USB Type-C, ორი HDMI ინტერფეისი, DisplayPort და ორი USB პორტი. UltraFine Ergo 32UN880 მონიტორის მიახლოებითი ფასისა და მისი გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ მოცემული მომენტისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. https://3dnews.ru/1000256 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.