Magdalena Posted December 19, 2019 Posted December 19, 2019 ნახევარგამტარი პროდუქტების საკონტრაქტო მწარმოებლების წრე თანდათან ვიწროვდება, Intel აღარ მალავს, რომ კომპანია Samsung-ის მომსახურებით სარგებლობს. NVIDIA-ს ისტორიაშიც კორეულმა კომპანიამ თავისი კვალი დატოვა. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით AMD Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათებისთვის Navi 14 გრაფიკული პროცესორების გამოშვებითაც შესაძლოა კომპანია Samsung-ი დაკავდეს. მსგავსი შეკვეთებით TSMC-ის გატაცება არ გამოირიცხება, ასე რომ ჯერჯერობით არ ღირს იმის ცალსახად მტკიცება, რომ Navi 14 ექსკლუზიურად Samsung-ის ძალისხმევით იქნება წარმოებული. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ს არ გააჩნია დიდი საწარმოო სიმძლავრე იმისთვის, რომ გარე კლიენტი კომპანიების მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს, თუმცა საკუთარი მოთხოვნილებისთვის საჭირო 7-ნანომეტრიან პროდუქტებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს. AMD-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქტების მასობრივი მიგრაცია Samsung-ის კონვეირზე დიდი ალბათობით შეუძლებელია, თუმცა დახმარების გაწევა მას ნამდვილად შეუძლია. https://overclockers.ru/hardnews/show/100866/vypuskom-graficheskih-processorov-dlya-amd-radeon-rx-5500-xt-mozhet-zanimatsya-samsung Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.