Magdalena Posted December 16, 2019 Posted December 16, 2019 კომპანია Sapphire-მა წარადგინა ვიდეო ბარათ Radeon RX 5500 XT-ის სამი ვერსია: ორი Pulse Radeon RX 5500 XT – 4 და 8 გბ მეხსიერებით და გაცილებით მაღალი წარმადობის Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition – 8 გბ მეხსიერებით. Pulse Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათების გაგრილების სისტემა მოიცავს ორ ვენტილატორს, ალუმინის რადიატორს, მონიკელებული სპილენძის ორ სითბურ მილსა და უკანა გამაძლიერებელ ფირფიტას. Nitro+ Radeon RX 5500 XT SE ვერსიას გაგრილების უფრო მძლავრი სისტემა აქვს - ორი 95-მილიმეტრიანი ქულერით, ალუმინის რადიატორითა და ოთხი სითბური მილით. ამ ვიდეო ბარათის ვენტილატორები წარმოდგენილია RGB განათებით. სამივე ვიდეო ბარათი აგებულია Sapphire-ის საკუთარი დიზაინის PCB-დაფაზე და თითოეულს აქვს 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. Pulse Radeon RX 5500 XT მოდელს პორტების სტანდარტული ნაკრები აქვს: ერთი HDMI 2.0b და სამი DisplayPort 1.4. Nitro+ Radeon RX 5500 XT SE ბარათი კი აღჭურვილია ორ-ორი HDMI 2.0b პორტითა და DisplayPort 1.4-ით. კომპანია Sapphire-ის ახალ ვიდეო ბარათებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ქარხნული აჩქარება - ეს სიამოვნება კომპანიამ უშუალოდ მომხმარებლებს დაუტოვა. თამაშებში გრაფიკული პროცესორის საშუალო ტაქტის სიხშირე გაზრდილია 1717-დან 1737 მჰც-მდე, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი კვლავ სტანდარტული დონისაა - 1845 მჰც. 4 და 8 გბ ვიდეომეხსიერების მქონე Pulse Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათები კი მუშაობს ეტალონურ 14 გჰც სიხშირეზე, უფროსი ვერსია Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition-ის სიხშირე კი 14.4 გჰც-მდეა გაზრდილი. Sapphire-ის ახალი ვიდეო ბარათები უკვე გაყიდვაშია. მოდელი Pulse Radeon RX 5500 XT 8 გბ მეხსიერებით დაახლოებით 210 აშშ დოლარი ღირს, 4-გიგაბაიტიანი ვერსია კი - 180 აშშ დოლარი. Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition ვერსიის ფასი 240 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/999767 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.